მთავარი > სტატიები > დამსახურებულ ქართველ მწვრთნელს საქართველოს მოქალაქეობას არ აძლევენ

დამსახურებულ ქართველ მწვრთნელს საქართველოს მოქალაქეობას არ აძლევენ


ამჟმად გორში მცხოვრები ილია თოდაძე  2008 წლის ივნისში ყაზახეთიდან საქართველოში ორმაგი მოქალაქობის მისაღებად დაბრუნდა. თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელს ილია თოდაძე 3 წელია საქართველოს მოქალაქეობას არ აძლევენ. ის ყაზახეთში წლების განმავლობაში საკუთრი პროფესიით მუშაობდა. გორის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში გამოცდების ჩაბარება საქართველოს ისტორიაში და ქართულ ენაში მოსთხოვეს. მისი თქმით, გამოცდები წარმატებით ჩააბარა, თუმცა 2010 წლის 22 ოქტომბერს მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ ვაშაძემ გამოცდებში მიღებული ქულები არასაკმარისად ჩაუთვალა და საქართველოს მოქალაქეობა არ მიანიჭა.

ილია თოდაძე: ,,3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი უსკამინაგორსკში თავისუფალ ჭიდაობაში მწვრთნელად. 2008 წლის ივნისში დავბრუნდი საქართველოში. დავიბადე 1963 წელს საქართველოში, ქრისტიანი ოჯახში, საქართველოში მოვინათლე, დავოჯახდი და ა.შ. საზღვარგარეთ ჩემი წასვლა გამოიწვია იმან, რომ საქართველოში ვერ ვმუშაობდი, მქონდა 16 წლიანი მუშაობის გამოცდილება. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 2008 წლიდან ვცდილობ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, თუმცა ამას დღემდე ვერ ვახერხებ.”

ილია თოდაძე ამბობს, რომ მან საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად, რომელიც 2007 წლიდან აღარ ჰქონდა, მიმართა სამოქალაქო რეესტრის გორის სააგენტოს. მიაჩნია, რომ გამოცდები წარმატებით ჩააბარა და მზადაა გამოცდები (ტესტირება) პირადად მინისტრ ვაშაძეს ხელმეორედ ჩააბაროს.

,,მართალია მე ორჯერ არ მეკუთვნის გამოცდაზე გასვლა, მაგრამ ვთხოვ მინისტრ ვაშაძეს, რომ გადახედოს ჩემს საქმეს. მე სისხლით ქართველს, პატრიოტს რატომ არ მაქვს მოქალაქეობის უფლება?” – ამბობს ილია თოდაძე.

,,ქართლის ხმა” ხელთ აქვს მინისტრ ვაშაძის წერილი. წერილი 2010 წლის ოქტომბრითაა დათარიღებული. ვაშაძე უთითებს, რომ ილია თოდაძესთვის შეუძლებელია მოქალაქეობის მინიჭერა ტესტირებაში სათანადგო ქულების დაუგროვებლობის გამო. წერილის გასაჩივრება სასამართლოში იყო შესაძლებელი, თუმცა ფინანსური მდგომარეობის და სხვათა გარემოებების გამო ილია თოდაძემ ვაშაძის წერილი სასამართლოში ვერ გაასაჩივრა. ერთადერი გამოსავალი არის ის გარემოება, რომ მინისტრის მოადგილის წერილი გაუქმდეს მისი გამომცემი უწყებისვე მიერ.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: