მთავარი > ახალი ამბები > ,,ბილიკმა” ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში ბიბლიოთეკა გახსნა

,,ბილიკმა” ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში ბიბლიოთეკა გახსნა


დღეს გორში, ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში საზოგადოება ,,ბილიკმა“ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ბიბლიოთეკა გახსნა. პრეზენტაციას საზოგადოება ,,ბილიკის“, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული ბიბლიოთეკისათვის აქცია ,,აჩუქე ერთი წიგნი ბიბლიოთეკას“ ფარგლებში ორი კვირის მანძილზე 500-ზე მეტი წიგნი  შეგროვდა.აქედან 300 წიგნი ახლადშექმნილ ბიბლიოთეკას გორის მუნიციპლიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ გადასცა. აქციაში სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს. 

აღნიშნული აქცია პროექტ ,,დავეხმაროთ ერთმანეთის“ ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ა.შ.შ.-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  დაფინანსებით ახორციელებს.    ბიბლიოთეკის გახსნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც აღნიშნული პროექტის მიხედვით ხურვალეთის ჩასახლებაში დევნილთა პრიორიტეტული პრობლემების გამოკვეთის მიზნით, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე რამოდენიმე მნიშვნელოვან პრობლემასთან ერთად ჩასახლებაში ბიბლიოთეკის არარსებობაც დასახელდა.

,,მისასალმებელია დევნილი მოსახლეობის ასეთი დიდი ინტერესი წიგნისადმი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დასახლებაში ბიბლიოთეკის შექმნის ინიციატივა საზოგადოება ,,ბილიკს“ ეკუთვნის. მუნიციპალიტეტი ყოველთვის ხელს შეუწყობს და მხარში დაუდგება არასამთავრობო ორგანიზაციებს მსგავსი პროექტების განხორციელებაში.“ – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსმა ელიზა მიქელაძემ.

გარდა ამისა, უახლოეს მომავალში პროექტ ,,დავეხმაროთ ერთმანეთის“ ფარგლებში ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში სპორტული მოედანიც მოეწყობა.

Advertisements
კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: