მთავარი > ახალი ამბები > დოესი-უფლისციხის ,,ჩავარდნილი” და ,,თვალსმოფარებული” გზა

დოესი-უფლისციხის ,,ჩავარდნილი” და ,,თვალსმოფარებული” გზა


ფოტო გადაღებულია ზედაველის გზიდან...

ფოტო გადაღებულია ზედაველის გზიდან...

საბა წიწიკაშვილი

კასპი-გორის დამაკავშირებელ გზიდან უფლისციხისკენ გადახვევისას ტურისტებს საკმაოდ დაზიანებული გზის გავლა ე.წ. ზედაველის ველზე უწევთ. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი უმოკლესია გზაა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ისტორიულ ძეგლებს შორის. ეს მონაკვეთი ერთმანეთს აკავშირებს კასპის რაიონში თეძმის ხეობას (ქვათახევი, ერთაწმინდა, ნოსტე, რკონი), შემდეგ უფლისციხეს, ხოლო პარალელურად ატენის ხეობას. ამ ზონაში დაახლოებით 3-4  კმ-ს, ინფრასტრუქტურის ,,ბუმი” არ ეხება. ზედაველის დაზიანებული გზა ქვათახევს, რკონს, ნოსტეს და უფლისციხეს ერთმანეთს ,,აშორებს”…. საგულისხმოა, რომ ეს ისეთი მონაკვეთია, რომელიც ორი რაიონის გზაგასაყარზე მდებარეობს. ამიტომ, გორის და კასპის საკრებულოს ხელმძღვანელებს ვერ გადაუწყვეტიათ, თუ რომელი მუნიციპალიტეტის ქვემდებარეა აღნიშნული პრობლემა. 

ჯერ კიდევ 2008 წელს, როდესაც კასპი-გორის დამაკავშირებელი სარაიონოთაშორისო გზის  რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, საქმის კურსში იყო იმდროინდელი რეგიონის ხელისუფლება. მათი დაპირებით ,,ზედაველის გზა” თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებდა, თუმცა ეს პროექტი დაივიწყეს და აღარც ახსენდებათ.

ჩვენ კი გთავაზობთ იმ გზების ასფალტის საფარის დაგების გეგმას, რომლის განხორციელებას გორის მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელს გეგმავს.

– ზერტი – კირბალის გზა (179 236 ლარი)

– კარბი – მერეთი (268 854 ლარი)

– ტყვიავი- მარანას გზა (158 150 ლარი)

– შინდისი – ნახალოვკას უბანი – 92 254 ლარი

– ქ. გორი, ქუთაისის ქუჩა (105 433 ლარი)

– გორი, ხაშურის ქუჩა (54 473 ლარი

– გორი, სტალინის გამზ. #20 და #22 ეზოები( 43 930)

– გორი, სტალინის #6 ეზო (21 966 ლარი)

– ქ. გორი, სამეფო ქუჩა #41, ეზო (10 543 ლარი)

– ქ. გორი, ბესიკის ქუჩა $14 (ეზო) (21 966 ლარი)

– ქ. გორი, იაკობ ჯუღაშვილის (პუშკინის ქუჩიდან სტურუას ქუჩამდე0 – 91 375 ლარი

– სააკაძის ქუჩა – 52 716 ლარი

– გორი, ყაზბეგის ქუჩა – 7 907

– რუსთავის ქუჩა – 35 145 ლარი

– მეჯვრისხევის ქუჩა – 36 550 ლარი

– დარიალის ქუჩა – 45 688 ლარი

– სტურუას ქუჩა – 22 141 ლარი

– არაგვის ქუჩა – 49 202 ლარი

– მელიქიშვილის ქუჩა – 31 981 ლარი

– დუშეთის ქუჩა – 91 375 ლარი

– გოგებაშვილის ქუჩა – 36 902 ლარი

– ბესიკის ქუჩა – 25 831 ლარი

– გორგასლის შესახვევი – 52 216 ლარი

– ბაქოს ქუჩა – 98 404 ლარი

– ყიფიანის ქუჩა (ტყვიავის ქუჩიდან ტინისხიდის ქუჩამდე) – 136 185 ლარი

– გელოვანის ქუჩა – 70288 ლარი.

– შევჩენკოს ქუჩა (რაზმაძის ქუჩიდან – ღამბარაულის ქუჩამდე) – 87 861 ლარი

– ბუხაიძის ქუჩა – 105 433 ლარი.

– პეტრიაშვილის ქუჩა (ასასვლელი მარცხნიდან) – 123 006 ლარი

– მუსხელიშვილის ქუჩა – 113 341 ლარი

– კოსტავას ქუჩა (გორკის ქუჩიდან რაზმაძის ქუჩამდე) – 24 601 ლარი

– ლერმონტოვის ქუჩა (42 437 ლარი)

ჯამში პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 მლნ 400 ათასი ლარია. აღნიშნული სიაში,,ზედაველის გზა” ვერ მოიძებნა.

ეს ხარჯთარღრიცხვა შეადგინა შპს ,,არქმშენმა”, რომელიც ქალაქ რუსთავშია დaრეგისტრირებული. მანამდე ასეთ ნახაზებს და პროექტებს სხვა კომპანია – შპს ,,გეო” აკეთებდა.

10 ივნისს გამართულ ტენდერში შპს ,,გეო”-ს ორი კონკურენტი ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანია ფოთში რეგისტრირებული შპს ,,გეოფარმა”, ხოლო მეორე და თანაც გამარჯვებული შპს ,,არქმშენი”.

10 ივნისს გამარჯვებული  კომპანია ,,შპს ,,არქმშენი” ერთი თვის განმავლობაში სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგებს საკრებულოს. ამ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული იქნება კონკრეტული დეტალები განსახორციელებლ სამუშაოებთან დაკავშირებით.

 

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: