მთავარი > ახალი ამბები, თეატრი > გორის პოლიცია – ჟურნალისტებზე თავდასხმის წამახალისებელი ორგანო

გორის პოლიცია – ჟურნალისტებზე თავდასხმის წამახალისებელი ორგანო


გორის პოლიციის ხელმძღვანელობა

გორის პოლიციის ხელმძღვანელობა

პარლამენტის დეპუტატებს ,,ნაციონალური მოძრაობიდან” პავლე კუბლაშვილს და სხვებს სურთ, რომ პოლიციელზე და მის მანქანაზე თავდასხმა მკაცრად ისჯებოდეს. გარდა ამისა, კანონით ასევე მკაცრად დაისჯება ის პიროვნება, რომელიც სახელმწიფო მოხელეებს შეურაცხყოფს. რამდენიმე დღის წინ, გორის პოლიციის საგამოძიებო განყოფილებიდან ელექტრონულ ფოსტაზე მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა; პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და შეურაცხყოფა ,,არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს”.

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე თვეა გორის დრამატულ თეატრში პოლიციური ტერორია გამეფებული. კერძოდ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე და მმართველის მოადგილე ზურაბ ნიჟარაძე (ყოფილი პოლიციელი) ურჩ მსახიობებს სამსახურიდან უშვებს და  პოლიციელებით აშინებს. ერთ-ერთი ასეთი დაშინების დროს ზურაბ ნიჟარაძემ მსახიობ ტატიშვილის წინააღმდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი დავით ჭანტურია გამოიყენა.

ამის პარალელურად, გაზეთი ,,ქართლის ხმა” დაინტერესდა თეატრში არსებული ფინანსური ვითარებით. კერძოდ, იმ დროს როდესაც თეატრის ბალანსზე არც ერთი ავტომანქანა ირიცხება, ,,ქართლის ხმას” ხელთ აქვს დოკუმენტი რომლის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ თეატრის მმართველის მოადგილე ნიჟარაძე და მისი მეგობარი სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნიჟარაძე სარგებლობენ ბიუჯეტის ფულით ნაყიდი საწვავით. ეს არის ერთი კონკრეტული მცირე ფაქტი, რომლის გახმაურება ამ ეტაპზე ჩავთვალეთ საჭიროდ. თუმცა სხვა ფაქტებზეც ვმუშაობთ.

გაზეთ ,,ქართლის ხმის” რედაქტორმა წერილობით მიმართა გორის თეატრის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს თაკო აბაშიძეს, რომელიც პარალელურად არის ,,ჯიშიანი ძაღლების საზოგადოების”  პიარ-მენეჯერი. თაკო აბაშიძე დღემდე არ აწვდის გაზეთს შესაბამის დოკუმენტებს.

თეატრში მისულ გაზეთის რედაქტორს სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეყრაცხყოფა მიაყენა. გამოაძევა თეატრის შენობიდან და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. იმავე დღესვე გაზეთის რედაქტორმა გორის პროკურატურას მიმართა, დაწვრილებით აცნობა მომხდარი ფაქტი და მოითხოვა ნემსაძის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის იმ კონკრეტული მუხლების ამოქმედება, რომელიც ითვალისწინებს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, გამოქვეყნებული სტატიების გამო დევნას და დაშანტაჟებას.

გორის პროკურატურამ გაზეთის რედაქტორის წერილი რეაგირებისთვის გორის პოლიციას გადაუგზავნა. გორის პოლიციის უფროსის მოადგილემ ჯონი კირვალიძემ გაზეთის რედაქტორს აცნობა, რომ მის განცხადებაში მოყვანილი ,,ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს”. წერილის მიხედვით არ ჩანს ის ფაქტი, აღნიშნული პოზიცია აცნობა თუ არა კირვალიძემ ზემდგომ პროკურორს. ამ შემთხვევაში გორის პროკურატურას.

გაზეთის რედაქტორის აზრით, პოლიცია ვალდებული იყო სათანადოდ დაესაბუთებინა პასუხი, კერძოდ, ,,არ ვიცით რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა პოლიციამ, დაკითხა თუ არა საერთოდ მოწმეები, გამოიკვლია თუ არა მასალები და ა.შ. პასუხი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, გულისხმობს იმას, რომ ჟურნალისტზე თავდასხვა დანაშაული არაა. ამ პასუხით კი პოლიცია აქეზებს სხვა სახელმწიფო მოხელეებს, რომ თუკი ისინიც ასე მოიქცევიან, დაუსჯელები დარჩებიან” – ამბობს გაზეთის რედაქტორი საბა წიწიკაშვილი.

გაზეთის რედაქტორი წერილობით მიმართავს საოლქო პროკურატურას დაზუსტებისთვის – ,,ეთანხმება თუ არა გორის შს სამმართველოს უფროსის მოადგილის ჯონი კირვალიძის პოზიციას”, რადგან ჟურნალისტმა გამოძიებისთვის მიმართა პროკურატურას და არა სხვა ორგანოს.

გორის პოლიციის უფროსის მოადგილის - ჯონი კირვალიძის პასუხი

გორის პოლიციის უფროსის მოადგილის - ჯონი კირვალიძის პასუხი

კატეგორიები:ახალი ამბები, თეატრი
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: