მთავარი > ახალი ამბები > ტურისტები საპირფარეშოს ძებნაში

ტურისტები საპირფარეშოს ძებნაში


გორში, სტუმრად ჩამოსული უცხოური დელეგაციის წევრები საპირფარეშოს ძებნაში, ტურისტული ცენტრის შენობას მიადგნენ. თუმცა არ შეუშვეს. საქმე იმდენად გართულდა, რომ ესტონელ და ყირგიზელ სტუმრებთან მყოფ ასოციაცია ,,ფსიქეას” ხელმძღვანელ ელენე მაკარიძეს ვიცე-გუბერნატორ ზურაბ ჩხეიძესთან დარეკვა დასჭირდა. სტუმრებს ტურისტული ცენტრის ერთ-ერთი ახალგაზრდა თანამშრომელი არადელიკატურად მიმართავდა. ელენე მაკარიძე ამბობს, რომ ქალბატონი რომელსაც საპირფარეშო დასჭირდა, წნევას ატარებდა.

ვიდრე შენობაში შესასვლელად დირექტივები გაიცემოდა,   იქვე ქალაქის ცენტრში მაცხოვრებელმა ქალბატონმა გამოიარა. ის პურის მაღაზიიდან მოდიოდა. ,,წამოდით ჩემთან სახლში” – შესთავაზა სტუმრებს გორელმა ქალბატონმა. ესტონელი და ყირგიზი სტუმრები ადგილობრივ მცხოვრების სახლში წავიდნენ. ,,რა კარგი ხალხი ყოფილან ამ ქალაქში” – უთხრა ერთ-ერთმა სტუმარმა ასოციაცია ,,ფსიქეას” ხელმძღვანელს ელენე მაკარიძეს.

საერთოდ ტურისტები ქალაქში ამ პრობლემას დიდი ხანია აწყდებიან. მათთვის ქალაქის ტერიტორიაზე საპირფარეშოები არ არსებობს. არც რაიმე ნიშანია ამის საჩვენებლად. ერთადერთი გამოსავალი ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციული შენობაა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. თუმცა, იქ  ,,უცხო პირებს” ზოგადად არ უშვებენ. ქალაქში ტურისტული ცენტრი უკვე ერთი თვეა გაიხსნილია.  მაისის თვეში მათ 1 100 სტუმარი მიიღეს.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ სტუმრებსაც და ადგილობრივ მოსახლეობასაც ასევე საპირფარეშოების პრობლემა აქვთ. ბიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, გარეთ მოსეირნე ადამიანები ქალაქის, ცენტრში, ყოფილი უნივერმაღის შენობის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელს სარგებლობენ. მის სიახლოვეს გავლისას ფეკალური მასების სუნი დღესაც ტრიალებს.

ადგილობრივ ბიუჯეტში აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად თანხები არ არის გათვალისწინებული.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. June 26, 2011 at 7:33 pm

    რატომ გაგიკვირდათ?? რამდენი ტურიტული ქალაქი გეგულებათ თბილისშჳ ეგ პრობლემა რომ არის მოგვარებული? ბათუმი? (არის რომ?) კიდევ რომელი??

    თბილისში არ არის პრობლემა??

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: