მთავარი > ახალი ამბები > ,,არ აწამო! არ გაჩუმდე! არ შეეგუო!” – გორში

,,არ აწამო! არ გაჩუმდე! არ შეეგუო!” – გორში


26 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის წარმომადგენლებმა წამების წინააღმდეგ საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით გორში დროებითი მოთავსების იზოლატორთან აქცია გამართეს. მსგავსი აქციები ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პარალელურად სხვა ქალაქებში – თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ოზურგეთში გამართეს. 

აქციის დაწყებამდე დროებითი მოთავსების იზოლატორთან, იგივე გორის შს სამმართველოს და შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის შენობასთან მისულ ჟურნალისტებს პოლიციის თანამშრომლებმა საბუთები მოსთხოვეს.  ადგილობრივ ჟურნალისტებს ხელთ ფოტო აპარატები და ვიდეო-კამარები ეკავათ. საბუთების წარდგენის შემდეგ პოლიციის თანამშრომლები შენობაში დაბრუნდნენ.

დღის 2 საათზე მსვლელობით გამოჩნდნენ ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის თანამშრომლები, მოხალისეები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

აქციის წევრთა ძირითადი ლოზუნგი იყო:

1. ადმინისტრაციული პატიმრობის არსებობა მოქმედი ფორმით და მისი მოხდა დროებითი მოთავსების იზოლატორში მიუღებელია, რადგან როგორც წესი, ეს უთანაბრდება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.

2. მოვუწოდებთ წამების ან/და არაადმიანური მოპყრობის მსხვერპლებს ხმა აიმაღლონ წამების წინააღმდეგ

3. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიონ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.

ოტო და ვიდეო:

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: