მთავარი > ახალი ამბები > საკრებულოს თავმჯდომარემ გორელ ჟურნალისტებთან დავა მოიგო

საკრებულოს თავმჯდომარემ გორელ ჟურნალისტებთან დავა მოიგო


სახალხო დამცველის აპარატი მოკლებულია შესაძლებლობას იმისა, რომ გორელ ჟურნალისტებს ადმინისტრაციულ შენობაში შესასვლელად აკრედიტაციების მოპოვებაში დაეხმაროს. ამის თაობაზე გორელ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სოფო ბენაშვილმა წერილობით აცნობა. წერილში ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველი არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს გორის მუნიციპალიტეტს ჟურნალისტების აკრედიტაციების გაცემა, რაც ჟურნალისტების მუშაობას გააადვილებდა.

სახალხო დამცველს გორელმა ჟურნალისტებმა – ,,ქართლის ხმიდან” , ხალხის გაზეთიდან და ტ/კ ,,თრიალეთიდან” დახმარებისთვის 22 თებერვალს მიმართეს. განცხადებაში ჟურნალისტებმა მიუთითეს, რომ გორის ადმინისტრაციულ შენობაში ჩამდგარი პოლიციის მუშაკები ჟურნალისტებს საშვის გარეშე არ უშვებენ, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები აკრედიტაციების არ გასცემენ.

ვიდრე სახალხო დამცველის აპარატი საკითხს შეისწავლიდა, ერთი თვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ აკრედიტაციებს ვერ გასცემდა იმიტომ, რომ შენობის პირველ სართულზე არსებობს მოქალაქეთა ბიურო, რომლითაც ჟურნალისტები ისარგებლებდნენ. ,,საშვთა ბიუროს დანიშნულებაა მოქალაქეების მოწესრიგებული მოძრაობის უზრუნველყოფა შენობაში, ხოლო დაცვის სამსახური პასუხისმგებელია უსაფრთხოებაზე” – წერს საკრებულოს თავმჯდომარე ჟურნალისტებს.

საკრებულო წერილში ასევე აღნიშნავს, რომ გორის მუნიციპალიტეტს ,,მიზანშეწონილად არ მიაჩნია გამონაკლისის სახით აკრედიტაცია მიანიჭოს კონკრეტულ პიროვნებს, ვინაიდან ვერ ხედავს აღნიშნულ საჭიროებას”.

საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ 02 ივნისს (4 თვის შემდეგ) აცნობა სახალხო დამცველს, რომ ჟურნალისტებს შესაბამისი პასუხი უკვე გასცა. სახალხო დამცველს ხმალაძის წერილი ჟურნალისტებმა წარუდგინეს. ზვიად ხმალაძის აღნიშნული წერილის საფუძველზე სახალხო დამცველის აპარატი ჟურნალისტებს სწერს:

,,აღსანიშნავია, რომ წესრიგის დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტის შენობებში შესაძლებელია შემოღებულ იქნეს საშვთა სისტემა. საქართველოს სახალხო დამცველი არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს გორის მუნიციპალიტეტს, გაგიწიოთ აკრედიტაცია, იმისათვის, რომ საშვის გარეშე შეხვიდეთ გორის მუნიციპალიტეტის შენობაში. თქვენი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შემთხვევაში, გთხოვთ, კვლავ მიმართოთ საქართველოს სახალხო დამცველს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში” – აღნიშნავს სახალხო დამცველის წარმომადგენელი სოფო ბენაშვილი.

,,ქართლის ხმის” ჟურნალისტები აცხადებენ, რომ საშვთა ბიურო ჩინოვნიკებსა და ჟურნალისტებს შორის ბარიერს ქმნის, რასაც ჩინოვნიკები მშვენივრად იყენებენ. გარდა ამისა, იმ დებულებაში, რომლითაც საკრებულო ხელმძღვანელობს, საერთოდ არ არის აღნიშნული საშვთა სისტემის შესახებ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ საკრებულომ უნდა შექმნას სამართლებრივი დოკუმენტი იმისათვის, რომ განისაზღვროს საშვთა ბიუროს არსებობის და მოქმედების საფუძველი. იურისტთა ასოციაციის ოფისი ახორციელებს სამართლებრივ დახმარებას ჟურნალისტებისთვის სასამართლოშიც კი. ამ მიმართულებით ,,ქართლის ხმის” ჟურნალისტები იურისტთა ასოციაციას სამართლებრივ ბრძოლაში დახმარებას სთხოვენ.

სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ გორელ ჟურნალისტებისთვის მიწერილ წერილით არ ჩანს, საერთოდ გამოითხოვეს თუ არა საკრებულოსგან დებულება ან რაიმე განკარგულება იმისა, თუ რის საფუძველზე მუშაობს ეს საშვთა ბიურო.

,,იმ დროს როდესაც არ არსებობს არავითარი განკარგულება ან დადგენილება საკრებულოს შენობაში საშვთა ბიუროს არსებობის, არ შეიძლება საკრებულოს მხრიდან კანონიერ ქმედებებზე ან რაიმე უსაფრთხოებაზე საუბარი. ამ შემთხვევაში ხელმეორედ ვთხოვთ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეისწავლოს საკითხი. წარვუდგენთ შესაბამის მტკიცებულებებს. საქმის კურსში პიარადად სახალხო დამცველს ჩავაყენებ და შევხვდები. ” – აღნიშნავს გაზეთ ,,ქართლის ხმის” რედაქტორი საბა წიწიკაშვილი.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: