მთავარი > ახალი ამბები > გორში სამშენებლო ტენდერში ტანსაცმლის მწარმოებელმა გაიმარჯვა

გორში სამშენებლო ტენდერში ტანსაცმლის მწარმოებელმა გაიმარჯვა


შპს ,,უნიფორმას" ტანსაცმლის მაღაზია

შპს ,,უნიფორმას" ტანსაცმლის მაღაზია

22 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, გორის თეატრის მცირე დარბაზის ჭერის შეღებვის და თაბაშირით მოპირკეთების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. შპს ,,უნიფორმამ”  კონკურენტ კომპანია შპს ,,საბმშენს” მხოლოდ ერთი ლარით აჯობა . მისმა წარმომადგენელმა სატენდერო კომისიას ტენდერით გათვალისწინებული 5 565 ლარის ნაცვლად, 3 699 ლარის მომსახურება შესთავაზა.  შპს ,,საბშენმა” კი – 3 700 ლარის მომსახურება. საკრებულომ გამარჯვებულად შპს ,,უნიფორმა” გამოაცხადა, რომელიც  თავისი არსებობის მანძილზე მხოლოდ იმ ტანსაცმლის, ჟილეტების, ქამრების აქსესუარების და სათვალეების რეალიზაციითაა დაკავებული, რომლებიც მშენებლებს სჭირდება.

საქმე იმაშია, რომ შპს ,,უნიფორმას” საკრებულოსთვის არ წარუდგენია მთელი რიგი დოკუმენტები. სატენდერო წინადადების განხილვის შედეგად კომისიამ დადგინდა, რომ ,,უნიფორმას” წარდეგინილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება შესაბამის მოთხოვნებს. კერძოდ,  არ არსებობს ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების მიწოდების გამოცდილების შესახებ. ამის გამო პრეტენდენტს 22 ივნისს, სამი სამუშაო დღიანი ვადა შესაბამისი სამუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების, მიღება – ჩაბარების აქტების, ხელშეკრულებების და ა.შ. დოკუმენტების წარსადგენად მიეცა.

საკრებულომ კომპანიას ასევე დაავალა ფასების ცხრილის დაზუსტება. უნიფორმას” მიერ წარდგენილ ფასების ცხრილში დაფიქსირებული თანხა  ტენდერის დროს შეთავაზებულ ფასს არ შეესაბამება. კერძოდ, ტენდერში კომპანიამ აღნიშნა, რომ სამუშაოებს 3 699 ლარად შეასრულებს, ხოლო ხარჯთაღრიცხვაში – 5 565 ლარი უწერია.

სატენდერო კომისიის წინაშე წარდგენილი ხარჯთაღრიცხვით, ცნობილი ხდება, რომ ,,უნიფორმა” აპირებს გორის თეატრის მცირე სცენას შემდეგი სახის კოსმეტიკური სამუშაოები შემდეგ ფასად ჩაუტაროს:

1.დეკორატიული ჭერის მოწყობა თაბაშირის მუყაოს ფილებით, შემდგომი დაფითხვით – 134 კვ.მ, 2016 ლარად.

2. ჭერზე გრუნტის საფარის მოწყობა – 134 კვ.მ. 1380 ლარად.

3. ჭერის შეღებვა სილიკონის საღებავით – 1379 ლარად. დანარჩენი ხარჯი ზედნადებ ხარჯს და გეგმიურ დაგროვებას შეიცავს.

,,უნიფორმას” დირექტორია შალვა ოქროპირიძე. კომპანიის მისამართია თბილისი, მექანიზაციის ქ.1. კომპანიის ვებ-გვერდზე (www.uniforma.ge) ვკითხულობთ, რომ ისინი ძირითადად შემდეგი სახის პროდუქციას უშვებენ: ჟილეტი, რესპირატორისაგზაო და სამშენებლო აქსესუარებისათვალეებიუსაფრთხოების ქამრებიჩაფხუტებიხელთათმანებიხმაურის ჩამხშობი. ხოლო კომპანიის  პარტნიორები არიან:  ს/ს ქართული ფოლადი(მეტალურგიული), ჰაიდელბერგცემენტი, ტკბილი ქვეყანა,   მითანა,  ეკოფუდი და სხვა.

27 ივნისს ,,უნიფორმამ” დაზუსტებული ფასები წარმოადგინა. ხოლო გამოცდილების დამადასტურებელი მხოლოდ ერთი, თბილისში დადიანის #14-ში მდებარე შპს ,,ქამოს”-თან დადებული ხელშეკრულება გააჩნია. ,,უნიფორმამ” მიმდინარე წლის მაისის თვეში კომპანია ,,ქამოს” ოფისში გამაგრებითი 1700 ლარიანი სამუშაოე ჩაატარა. თუ რა იყო ეს გამაგრებითი სამუშაოები, ხელშეკურლებაში არ არის ახსნილი.

ზვიად ხმალაძემ და მისმა სატენდერო კომისიამ განიხილა დამატებით წარდგენილი საბუთები და მათი ვარგისიანობა მიზანშეწონილად სცნო. ხოლო ,,უნიფორმას” დამატებით 5 დღიანია ვადა მისცა იმისათვის, რომ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგინოს.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: