მთავარი > ახალი ამბები > სოფელ მეჯვრისხევის გამგებელი დააკავეს

სოფელ მეჯვრისხევის გამგებელი დააკავეს


police

police

დღეს, შუა დღით,  გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში რაიონის გამგებლის დავით ხმიადაშვილის რწმუნებული ხვიჩა ცარიელაშვილი დააკავეს. მასთან ერთად ასევე დაკავებულია საკრებულოში მეჯვრისხევის წარმომადგენლის მიხეილ ახალკაცის მოყვარე, რომელიც შპს ,,გეოს” თანამშრომელია. ,,გეო”-ში ძირითადად მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესრულებული სამუშაოების პროექტების ნახაზებს ადგენდნენ.

,,ქართლის ხმისთვის” გახდა ცნობილი, რომ დაკავებულებს ბრალად ყალბი ცნობების და ნახაზების გაცემა თანხის (დაახლოებით 20 000 ლარის ოდენობის) სანაცვლოდ ედებათ.

რაც შეეხება შპს ,,გეოს”, აღნიშნული კომპანია მიმდინარე წლის 10 ივნისიდან ჩამოცილდა მუნიციპალიტეტის დაკვეთებს.

კონსტიტუციური უსაფრთხოების მიერ დაკავებულ სოფლის გამგებლებს შორის ეს უკვე მეორე ეჭვმიტანილია, რომელიც გუბერნატორად ზურაბ არსოშვილის დანიშვნის (2010 წლის ივლისი) შემდეგ დააკავეს. ამ ფაქტამდე რამდენიმე თვით ადრე, სოფელ კარალეთის რწმუნებული ზვიად ბერიანიძე  მიწის უკანონო გაცემისთვის ქრთამის აღებაში ამხილეს.

 

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: