მთავარი > ახალი ამბები > მოსამართლის ფიქრები პოლიციაზე

მოსამართლის ფიქრები პოლიციაზე


გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით პაპუაშვილი

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით პაპუაშვილი

30 ივნისს გორის შს სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორს სახალხო კრების აქციებთან ,,შემჩნეული” პირები – რეზო ჩოჩიშვილი (ოლიმპიური ჩემპიონის შოთა ჩოჩიშვილის ვაჟი) და მისი ახლო ნათესავი – დატოვებენ. გორის სასამართლოს ადმინისტრაციამ ,,ქართლის ხმის” რედაქციას რეზო ჩოჩიშვილის მიმართ გამოტანილი დადგენილების ასლი მიაწოდა, რომელიც ადმინისტრაციული სახდელის დადებას ეხება. დოკუმენტში აღსანიშნავია გორის სასამართლოს მოსამართლის დავით პაპუაშვილის შეფასებები  პოლიციელების ქმედებების და მათ მიერ მიცემული ჩვენების ღირებულებების შესახებ.

,,ივარაუდება რომ სამართალდამრღვევის გამომვლენი პოლიციის მოხელე მოქმედებს კეთილსინდისიერად და რომ მას გააჩნია შესაბამისი პროფესიული უნარჩვევები, ადეკვატურად და ობიექტურად შეაფასოს კონკრეტული ფაქტი თუ ქმედება.” – წერს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

ვიდრე მოსამართლის შეფასებით ნაწილს გავაგრძელებთ, მანამდე მომხდარი ფაქტის ირგვლივ გაცნობებთ, რომ რეზო ჩოჩიშვილი 2011 წლის 31 მაისს საღამოს 16 საათსა და 50 წუთზე გორში, ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე დააკავეს. პოლიციელების ჩვენებით, ,,ისინი იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ ხმამაღლა; არ ემორჩილებოდნენ პოლიციის განკარგულებას წესრიგის დაცვაზე, გახდნენ აგრესიულნი და გაუწიეს წინააღმდეგობა, რის გამოც იძულებულნი გახდნენ, დაეკავებინათ”.

დადგენილებაში წერია, რომ დაკავებულებმა ყოველივე ზემოთ აღნიშნული აღიარეს.  ხელოსანზე გაბრაზებულებს ქუჩაში დაუწყიათ გინება – იტყობინება სასამართლო.

,,იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდამცავი მუშაკი მოვლენებს აღიქვამს პროფესიული მოვალეობის შესრულების ძალით, ამასთანავე, კანონის საფუძველზე მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი წერსიგის, საჯარო ინტერესების დაცვის, საზოგადოებრივი ურთიერთობების მონაწილეთა ქცევის მართლზომიერების შეფასების უფლებამოსილება, რაც პოლიციის მოხელის ადმინისტრაციული უფლებაა, სხვა პირის ახსნა-განმარტებებისგან განსახვებით, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებს ეხება, სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, როგორც წესი, შეიცავს არა მხოლოდ ცნობებს გარკვეული მოვლენების მიმართ, არამედ, აგრეთვე დასკვნებს და განმარტებებს მის შესახებ. მისი ჩვენების ღირებულება განისაზღვრება არა მხოლოდ პროფესიული მოვალეობის შესრულების შედეგად ცნობილად გამხდარი ფაქტების მიუკერძოებელი გადმოცემით, არამედ ამ ფაქტების ახსნისა და ფაქტების დასკვნის გამოტანის უნარით” – აცხადებს მოსამართლე პაპუაშვილი.

დადგენილების ერთ ნაწილში მოსამართლე პოლიციელის მიმართ დაკავებული მოქალაქეების ქმედებას ,,ბოროტ დაუმორჩილებლობად” აფასებს.

იხ: სტატია ანალოგიურ თემაზე:

https://kartliskhma.wordpress.com/2011/06/17/%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%9D%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE/

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: