მთავარი > ახალი ამბები > ჯარისკაცები VS თავდაცვის სამინისტრო გრძელდება

ჯარისკაცები VS თავდაცვის სამინისტრო გრძელდება


ქართველი ჯარისკაცები, ფოტო: defense.gov

ქართველი ჯარისკაცები, ფოტო: defense.gov

დღეს, 29 ივნისს გორის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე დავით პაპუაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან, კონტრაქტის პირობების დარვევით წასული ჯარისკაცების ადმინისტრაციული საქმეები (6 პირზე) განიხილა. ,,ქართლის ხმის” ჟურნალისტები  ორ პროცესს დაესწრნენ. ორივე მათგანს ჯარიმის სახით – ერთს 35 926 ლარი, ხოლო მეორეს 22 515 ლარი – დაეკისრა. თუმცა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილების მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სარჩელები ნაწილობრივ დაკმაყოფილებულად ითვლება.

ყოფილი ჯარისკაცი ლ.ხ.  ჯერ კიდევ 2006 წელს თავდაცვის სამინისტრომ გაანთავისუფლა ჯარიდან. ,,პირველად თავდაცვის სამინისტრომ დამირღვია კონტრაქტი. ხოლო 10 თვის შემდეგ მეორედ დავდე კონტრაქტი, სენაკში მე-2 ქვეით ბრიგადაში ვმსახურობდი. იქ არსებულ სიტუაციას მე ვერ გავუძლებდი, ამიტომ გადავწყვიტე წასვლა მანდედან” – თქვა ლ.ხ.-მ. (გვარსა და სახელს შეგნებულად არ ვახმაურებთ).

ჯარისკაცმა ისიც გაიხსენა, რომ  ჯარიდან წასვლის შესახებ სენაკის ბრიგადაში მომუშავე იურისტს ესაუბრა, რომელმაც არც კი დაარიგა ჯარიდან წასვლის და კონტრაქტის დარღვევის გამო მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ,,იურისტმა მითხრა, ჩვეულებრივ დაწერე პატაკი და შენ არაფერი დაგემუქრებაო. მანამდე კონტრაქტს ისე მომაწერინეს ხელი, არც კი მქონდა წაკითხული და საერთოდ არაფერი ვიცოდი მისი შინაარსის შესახე” – უთხრა ჯარისკაცმა მოსამართლეს.

ჯარისკაცის პატაკი ბრიგადის სამანდატო კომისიას განუხილია.  რადგანაც პატაკში ოჯახურ პირობებს ასახელებდა, სასამართლო პროცესზე თავდაცვის სამინისტრომ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამანდო კომისიას ლ.ხ-სთვის შვებულების მიცემა შეუთავაზებიათ. ,,მას საერთოდ აღარ სურდა ჯარში დარჩენაო” – თქვა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.  სხვა დეტალები პროცესზე არ უთქვია.

,,ბატონო მოსამართლევ, მე არც კი ვიცი სასამართლოს წესები, არ ვარ იურისტი” – რამდენჯერმე გაუმეორა ყოფილმა ჯარისკაცმა მოსამართლეს. მაგალითად, პროცესის დასაწყისში მოსამართლის კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა მხარეებს რაიმე შუმადგომლობა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით, ყოფილმა ჯარისკაცმა  ჰკითხა: ,,რას ნიშნავსო”. ყოფილი ჯარისკაცი მოსამართლის კითხვებს და ნათქვამებს დაბნეულად პასუხობდა.  სასამართლოს მისთვის ადვოკატიც კი არ შეუთავაზებია.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ  არ შეუძლია  თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანების ჩაბარების რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯარისკაცს ხელთ არ ჰქონდა მისი გათავისუფლების შესახებ მისი ბრძანება. ,,იქნებ მისი გასაჩივრების სურვილი ჯარისკაცებს გასჩენოდათ” – არ წამოჭრილა მსგავსი საკითხი პროცესზე.

აქედან გამომდინარე, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა თუკი თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა ჯარიმის დაკისრების ნაწილში, პირგასამტეხელოს და ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დააკმაყოფილა, რადგან ჯარისკაცს ხელთ უნდა ჰქონოდა მისი გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანება.

მომდევნო პროცესი ყოფილ ჯარისკაცს ი.ბ-ს ეხებოდა. ის საერთოდ არ გამოცხადდა პროცესზე. მოსამართლის თქმით, ი.ბ-სთან გაგზავნილი უწყება არც მის ძმას ჩაუბარებია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია საქმის მსვლელობისთვის. აღნიშნულ საქმეზე დეტალები ცნობილი არ გახდა. მოსამართლემ კი მხოლოდ ჯარიმის ნაწილში დააკმაყოფილა მოთხოვნა, რაც 35 926 ლარით განისაზღვრა. ხოლო ი.ბ-ს ასევე დაეკისრა თავდაცვის სამინისტროს მიერ მასზე გაწეული კვების ხარჯის ანაზღაურება, სულ 202 ლარით. პირგასამტეხელო არც ი.ბ-ს დაეკისრა.

თავდაცვის მინისტრის ბრძანებები ჯარისკაცების გათავისუფლებების შესახებ, ჯარისკაცებისთვის არავის ჩაუბარები.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: