მთავარი > ახალი ამბები > სოფლის პროგრამა კასპში სახელწოდებით ,,სიძე შე ძველო”

სოფლის პროგრამა კასპში სახელწოდებით ,,სიძე შე ძველო”


სოფლის ,,შენებას” კასპში შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი გორიდან კურირებს. მანამდე ის ამ ქალაქს 2011 წლის დასაწყისში ერთი კვირის განმავლობაში ადგილზე ხელმძღვანელობდა . გუბერნატორი კასპელებისთვის სიძედ ითვლება (წყარო: ჟურნალი ,,სარკე” 2008 წ. 7-13 მაისი) და კასპისადმი მის მომეტებულ ყურადღებას ამ ფაქტს უკავშირებენ. ამ სამუშაოებით დაინტერესების დროს აღმოვაჩინეთ, რომ სასმელი, სარწყავი და საგზაო  სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებთან  დაკავშირებით ოფიციალური სტრუქტურები სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ.

5 ივლისს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ  კასპის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის“ სახელწიფო პროგრამის ფარგლებში სარწყავი არხების რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც 16 მაისს დაიწყო, უკვე  დასრულდა. თუმცა შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით, ეს სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს არ ჩაუტარებია. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე, 16 მაისს დაწყებული სარწყავი სისტემების მშენებლობების ირგვლივ, არანაირი ინფორმაცია დევს.

ოფიციალურად, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლის პროგრამის ფარგლებში ორი ტენდერი ივნისში გამოცხადდა, სადაც ორივე შემთხვევაში გამარჯვებულად  ,,კასპის კეთილმოწყობის” სამსახური გამოვლინდა. ის ინფორმაცია, რომელსაც ხელისუფლება ავრცელებს შპს ,,ლებეს” თაობაზე, ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ.

შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით სოფლის პროგრამის ფარგლებში ,,კასპის კეთილმოწყობის” სამსახური  ინფრასტრუქტურის სახის სამუშაოებს იწყებს შემდეგ სოფლებში: ეზატი, კავთისხევში, კოდისწყაროში, მეტეხში, ოკამში, თეძმის ხევში და თეზში. რა შედის ამ ინფრასტრუქტურაში? ეზატში – ავტობუსის მოსაცდელი (7281 ლარი), კავთისხევში (საჭიდაო მოედანი), კოდისწყაროში (კულტსახლის შეკეთება 7 653 ლარი), მეტეხში საბავშვო ბაღის შემოღობვა და რემონტი (20 000 ლარი), ოკამში აღზრდის ოთახის შეკეთება (12 000 ლარი), თეძმის ხევში ფეხბურთის მოედანი 9 280 ლარი, ხოლო თეზში მოსაცდელი (7 000 ლარი). ჯამში ეს ,,ინფრასტრუქტურა” 67 779 ლარი დაჯდება.

რაც შეეხება სასმელი წყლის რეაბილიტაციას, აღნიშნულ სამუშაოებს ასევე შპს ,,კასპის კეთილმოწყობის” სამსახური გააკეთებს. მისმა ხელმძღვანელმა გრიგოლ გოცირიძემ უკვე მიიღო წერილობითი მილოცვა  კასპის საკრებულოსგან, რომ იგი გამარჯვებულია ტენდერში და ვალდებულია, ტექნიკური ხარჯები 8 ივლისამდე წარადგინოს.

მეორე ტენდერში შპს ,,კასპის კეთილმოწყობამ” 132 952 ლარიანი ,,წინადადება” წარადგინა. კონკურენტი არც ამჯერად ჰყავდა.  გაკეთდება როგორც გზები (მოხრეშვა), ასევე სასმელი წყლის მილები ამოიცვლება სოფლებში: ახალციხეში, ერთაწმინდაში, ჩოჩეთში, დოესში და ნოსტეში.

რაც შეეხება გზების მოხრეშვას, ეს შემდეგ სოფლებს შეეხება: ბარაბიანთკარი, გომიჯვარი, გოსტიბე, ცხავერი, გუდალეთი, იდლეთი, კალოუბანი, მეტეხი-ახალქალაქის შემოვლითი გზა, ოკამი, თვლადი, ჭყოპიანი, ყარაფილა, ბოგირი სარიბასთან. სატენდერო დოკუმენტებში არ იკვეთება ის გარემოება, თუ რამდენად იყო ჩართული მოსახლეობა აღნიშნული  პრობლემების (მოხრეშვა, მოსაცდელები) წამოჭრაში.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: