მთავარი > ახალი ამბები > კასპში სახელმწიფომ მეპატრონეებს აგრარული ბაზარი გაუყიდა

კასპში სახელმწიფომ მეპატრონეებს აგრარული ბაზარი გაუყიდა


კასპის ბაზარი

კასპის ბაზარი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კასპში ,,რაისამომხმარებლო კოოპერატივს” ქონება ისე გაუყიდა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა. აღნიშნული ობიექტი აგრარულ (საკოლმეურნეო) ბაზარს წარმოადგენს. აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი ფასი 173 360 ლარს შეადგენდა. როგორც ერთ-ერთი მეპატრონე ჯემალ ჩალაშვილი ,,ქართლის ხმასთან” საუბარში აცხადებს, ქონება უკვე გაიყიდა. მისი თქმით, სახელმწიფომ ქონება იმ ვალის სანაცვლოდ გაყიდა, რომელიც საგადასახადო ინსპექციამ მათ არასწორად დაარიცხა. აუქციონზე ქონების გაყიდვის მომენტში (27 ივნისს) კი, ვალის არაღიარების თაობაზე, სარჩელი უზენაეს სასამართლოში იდო.

2006 წლის 20 ივნისის სასამართლოს განჩინებით, რაიკოოპერატივის ქონებას ყადაღა დაედო. მეპატრონეებს სახელმწიფოს წინაშე დავალიანება 2000 წლიდან აუთვალეს და მთლიანმა თანხამ 155 900 ლარი შეადგინა. ჯემალ ჩალაშვილი იხსენებს, რომ ვალის გასტუმრების სანაცვლოდ იმ პერიოდში მომუშავე სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენლებმა ქონება გაყიდეს.

ჯემალ ჩალაშვილის თქმით, ყოფილმა აღმასრულებლებმა, რომლებიც ამჟამად დაკავებულები არიან, (მათ შორის შიდა ქართლის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი ალექსი მიქელაშვილი), რაიკოოპერატივის ქონება შესაბამისი ნორმების დარღვევით გაყიდეს. ,,დაახლოებით 139 000 ლარის ქონება გაყიდეს, ხოლო გაყიდვიდან აღებული ფული ჯიბეში ჩაიდეს” – ამბობს ჩალაშვილი. მას და მის პარტნიორებს უნდათ, რომ ყოფილი აღმასრულებლების მიერ მითვისებული თანხა გამოაკლდეს სახელმწიფოს მიერ დაკისრებულ 155 900 ლარს და ნაშთი, დაახლოებით 24 000 ლარი მათ გადასახდელად დატოვონ.

,,ჩვენ ამ საკითხზე სასამართლოში ვდავობთ, უკვე უზენაესში შევიტანეთ სარჩელი. საოლქო სასამართლო წავაგეთ იმ მოტივით რომ მოსამართლემ საქმე ხანდაზმულიაო, რასაც არ ვეთანხმებით” – ამბობს ჯემალ ჩალაშვილი. ჯერ-ჯერობით, უცნობია ახალი მეპატრონის ვინაობა. ცვლილებები ჯერ არც საჯარო რეესტრის მონაცემებშია შეტანილი.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: