მთავარი > ახალი ამბები, ჟურნალისტური გამოძიებები > რა უნდოდა გორის ხელისუფლებას ტრაკაის კურორტზე?

რა უნდოდა გორის ხელისუფლებას ტრაკაის კურორტზე?


ქალაქ-კურორტი ტრაკაი

ქალაქ-კურორტი ტრაკაი

საბა წიწიკაშვილი

შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი, გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე და გორის გამგებლის მოადგილე ვანო ხორგუაშვილი ლიტვის ქალაქ-კურორტ ტრაკაიში 12-14 ივნისს იმყოფებოდნენ. იმის გასარკვევად, ეს ვიზიტი ოფიციალური იყო თუ არა, ,,ქართლის ხმა” უკვე ერთი თვეა მუშაობს. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ვიზიტი არაოფიციალური იყო. ვიზიტის შესახებ დუმს ტრაკაის მუნიციპალიტეტი, საიდანაც პასუხებს არ გვცემენ, ხოლო ტრაკაის მუნიციპალიტეტის ვებ-საიტი საერთოდ არაფერს აქვეყნებს  საქართველოდან, კერძოდ გორიდან სტუმრების შესახებ. ,,ტრაკაის ვიზიტი” გორში მას შემდეგ ახსენეს, როდესაც ვილნიუსის მერის პრესსამსახურმა წერილობით გვაცნობა, რომ  გორის ხელისუფლება ვილნიუსში არ იმყოფებოდა. 

თავდაპირველად, 13 ივნისს, გორის საკრებულოს სატენდერო კომისიის მიერ შედგენილ ოქმში აღმოვაჩინეთ, რომ სატენდერო კომისიის შემადგენლობას, ლიტვაში ვიზიტის გამო,  საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე და გამგებლის მოადგილე ვანო ხორგუაშვილი აკლდნენ. გადავხედეთ ადგილობრივი პრესსამსახურების მიერ მანამდეც და შემდგომ პერიოდშიც გავრცელებულ მასალებს. არც ერთ მათგანში აღნიშნული ვიზიტის შესახებ საუბარი არაა. მათი ოფიციალურ ვებ-გვერდებზე კი ლიტვაში  ვიზიტი  საერთოდ არაა ნახსენები.

მივწერეთ ლიტვაში საქართველოს ელჩს გიორგი ქერდიყოშვილს, რომელმაც პასუხი საერთოდ არ გაგვცა.

მივწერეთ ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსის მერს საკუთარ ელექტრონულ მისამართზე, რომელიც ვილნიუსის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე იყო მითითებული. მომდევნო დღეს მერის პრესსამსახურმა მოგვწერა, რომ მითითებულ დროს ვილნიუსის მერს საქართველოდან, კერძოდ შიდა ქართლიდან სტუმრები არ ჰყოლია.  აისტე ანდიულევიკიუტე, ვილნიუსის მერიის საერთაშორისო განყოფილების პრესოფიცერი, დაგვპირდა, რომ ის დაგვეხმარებოდა ინფორმაციის მოპოვებაში, თუკი რაიმე კავშირს ამ ვიზიტს ვილნიუსის მერიასთან აღმოვაჩენდით. თუმცა, ჩვენთვის ისიც საკმარისი იყო, რაც ვილნიუსის მერიის ადმინისტრაციამ გვიპასუხა.

ამის შემდეგ, მივწერეთ შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურს ნათია ომაძეს იმ ელექტრონულ მისამართზე, საიდანაც გუბერნატორ ზურაბ არსოშვილის ვიზიტების და მუშაობის შესახებ პრესრელიზებს გვიგზავნის. ორგზის მცდელობის მიუხედავად, ელექტრონულ მისამართზე ნათია ომაძემ პასუხი არ გაგვცა.

ელექტრონულ მისამართზე მივწერეთ საკრებულოს თავმჯდომარეს ზვიად ხმალაძესაც. არც მან გაგვცა პასუხი. კონრად ადენაუერის ფონდში ჩატარებულ სემინარზე ცნობილი გერმანელი საგამოძიებო ჟურნალისტი მარკ შმიდტი აღნიშნავდა, რომ ელექტრონული მისამართზე მიღებული პასუხები  მყარი მტკიცებულებაა, რადგან მისი წაშლა ან დამახინჯება, შეუძლებელია.

ამის შემდეგ, პირადად ვცადეთ გუბერნატორის და საკრებულოს თავმჯდომარის პრესსამსახურებთან შეხვედრა. ამ პერიოდში ვილნიუსის მერის პრესსამსახურიდან ინფორმაცია უკვე მიღებული გვქონდა. ქართველი პრესსამსახურებისგან მხოლოდ იმ ინფორმაციის მიღება გვსურდა, თუ სად და ვისთან იმყოფებოდნენ მაღალჩინოსნები გორიდან ლიტვაში.  ვილნიუსის მერიის ადმინისტრაცია კი მათთან შეხვედრას უარყოფდა.

,,საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე ლიტვაში კი არ იყო, არამედ პრიბალტიკაში” – გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა გივი ღვინიაშვილმა. ,,მე სხვა არაფერი ვიცი, აბა რა გითხრათ” – განუცხადა მან ,,ქართლის ხმის” ჟურნალისტებს.

ქალაქ-კურორტი ტრაკაი

ქალაქ-კურორტი ტრაკაი

საშვთა ბიუროს თანამშრომელმა შიდა ტელეფონით დაგვალაპარაკა გუბერნატორის პრესსამსახური ნათია ომაძე. მან ჟურნალისტებთან პირად შეხვედრაზე უარი განაცხადა, ხოლო ტელეფონით გვითხრა, რომ არ ახსოვს იმ ქალაქის სახელი,  სადაც არსოშვილი, ხმალაძე და ხორგუაშვილი იმყოფებოდნენ:  ,,რაც შემიძლია გითხრათ, ისაა რომ იყო ოფიციალური შეხვედრები და ქალაქში გასვლები” – გვითხრა ნათია ომაძემ. საბოლოო ჯამში, იმ ქალაქის სახელი, სადაც ხმალაძეს, ხორგუაშვილს და არსოშვილს ,,გასვლები” ჰქონდათ, მისგანაც ვერ გავიგეთ.

კაბინეტის პირად ნომერზე დავურეკეთ საკრებულოს თავმჯდომარეს ზვიად ხმალაძეს, რომელიც იძულებული გახდა ეთქვა, რომ ის ქალაქი, სადაც გორის ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ტრაკაი გახლავთ. ,,ჩვენი ვიზიტი ეხებოდა ორი ქალაქის დამეგობრებას. გვქონდა ოფიციალური შეხვედრები. ხარჯები აანაზღაურა ტრაკაის მხარემ. ჩვენ მხოლოდ სამგზავრო ხარჯები დავფარეთ, რაც სამივლინებო თანხებია.” – გვითხრა ზვიად ხმალაძემ.

ვილნიუსის მერის პრესსამსახურს ვაცნობეთ, რომ გორის დელეგაცია ტრაკაიში იმყოფებოდა. მან ტრაკაის მუნიციპალიტეტის ვებ-საიტის და ელექტრონული ფოსტის მისამართი მოგვწერა. იგივე მოგვწერა ლიტვაში ერთ-ერთი სერიოზული გაზეთის lrytas ჟურნალისტებმა.

მითითებულ ელექტრონულ მისამართზე ორი კვირის განმავლობაში ორჯერ გავუგზავნეთ წერილი ტრაკაის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას ქართველი მაღალჩინოსნების ვიზიტის შესახებ.. ჩვენს კითხვებში შედიოდა კონკრეტულად რა ხარჯები გაწია ტრაკაის ხელისუფლებამ ვიზიტის დასაფინანსებლად. ასევე გვაინტერესებდა შეხვედრის დეტალები და სამომავლო მიზნები. თუმცა, ჩვენდა გასაოცრად ტრაკაის მუნიციპალიტეტიდან პასუხს დღემდე არ გვიგზავნიან.

არც ტრაკაის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდი იტყობინება რაიმე მინიშნებას არსოშვილის, ხმალაძის და ხორგუაშვილის ვიზიტის შესახებ, ან საერთოდ გორისა და ტრაკაის დაძმობილების შესახებ. ჯერ-ჯერობით ესაა ის მასალები, რისი მოპოვებაც შევძელით. არც ერთი ოფიციალური უწყება ტრაკაის კურორტზე გორის ხელისუფლების ,,ოფიციალურ ვიზიტს” ვერაფრით ამტკიცებს. ,,ქართლის ხმა” დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში კვლავაც გაცნობებთ. ჩვენ ამჯერად ლიტველ ჟურნალისტებს ვთხოვეთ დახმარება.

ტრაკაი (ლიტვ, Trakai) – მდებრეობს ვილნიუსიდან დასავლეთით 28 კმ-ზე. ტრაკაის ტბებს შორის. მდებარეობის გამო ქალაქი ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა.  მოსახლეობა 7 000 აღწევს. რეგიონში არის 200 ტბა. იქვე მდებარეობს ისტორიულ-ეროვნული პარკი და აუკშტადვარისის ეროვნული პარკი. ტრაკაი ძირითადად აშენებულია წყალზე. იგი შემოსაზღვრულია ტბებით. ქალაქში არის მთელი რიგი ისტორიული, არქიტექტურული და კულტურული ძეგლებისა. ტრაკაის ციხეში, რომელიც გალვეს ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს, 1962 წლიდან განთავსებული არის ისტორიული მუზეუმი.

Advertisements
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: