მთავარი > ახალი ამბები > სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გორის გამგეობაში

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გორის გამგეობაში


დღეს, დილით 10.30 წუთზე, გორის გამგეობის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოძახებიდან თითქმის ნახევარი საათის დაგვიანებით გამოჩნდა. მათ პირველადი სახის მკურნალობა გორში მცხოვრებ მანანა ლომსაძეს გაუწიეს, რომელიც მეორე ჯგუფის ინვალიდია და ხერხემალზე ოპერაცია სულ ახლახანს აქვს გაკეთებული. მანანა ლომსაძე დასუფთავების სამსახურიდან შვილის, ვიტალი გამხუაშვილის გათავისუფლების საკითხის გასარკვევად გორის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ნუკრი აბალაკთან აპირებდა შეხვედრას. აბალაკი არ შეხვდა, ხოლო მანანა ლომსაძე ფოიეში ცუდად გახდა. ის გამგეობაში მისვლამდე დასუფთავების სამსახურში იყო მისული, სადაც დასუფთავების სამსახურის უფროსმა მას სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა და დამამცირებელი სიტყვებით მიმართა. მანანა ლომსაძე ამბობს, რომ ის სწორედ ამ გარემოებების გამო გახდა ცუდად.

მანანა ლომსაძის საკითხით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ხაჩიური დაინტერესდა, რომელიც გამგეობის შენობიდან გამოსვლისას შემთხვევით შეესწრო სიტუაციას.

თავის მხრივ ვიტალი გამხუაშვილი სისხლის კიბოთია დაავადებული. ის ჯერ კიდევ 2007 წელს სასჯელს იხდიდა და პრეზიდენტისგან შეწყალებას ითხოვდა. ვიტალი გამხუაშვილის ინტერესებს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისი იცავდა.

გამხუაშვილის შესახებ იხილეთ სტატია: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=6723&lang=geo

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: