მთავარი > ახალი ამბები > გუბერნატორის ადმინისტრაციის განმარტება

გუბერნატორის ადმინისტრაციის განმარტება


ზურაბ არსოშვილი (ფოტო: shidakartli.gov.ge)

ზურაბ არსოშვილი (ფოტო: shidakartli.gov.ge)

გაზეთ ,,ქართლის ხმის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიის ირგვლივ – სათაურით ,,შიდა ქართლის ხელისუფლების წარმომადგენლების ჯანმრთელობაზე ბიუჯეტი ზრუნავს” – რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს. პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნათია ომაძის თქმით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, დაზღვევას დაექვემდებარა მხოლოდ და მხოლოდ ის 21 თანამშრომელი, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუშაობს. რაც შეეხება ,,ქართლის ხმის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, მონაცემები დაყრდნობილი იყო ორ დოკუმენტს. ერთის მხრივ, 2011 წლის 7 მარტს შპს ,,პსპ სამედიცინო დაზღვევასა” და რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, სადაც მუხლში ,,ხელშეკრულების საგანი” მითითებულია ,,რწმუნებულ გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დაზღვევა, სულ 21 კაცი”. მეორე მხრივ, დაზღვევის პოლისს, რომლის სათაურია: ,,დაზღვევისა და უბედური შემთხვევის ჯანმრთელობის დაზღვევა გორის, კასპის, ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის თანამშრომლებისთვისათვის”.

პრესსამსახური განმარტავს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების დაზღვევა საქართველოს მთავრობის #153 განკარგულების მე-20 მუხლის საფუძველზე განხორციელდა, რომელიც 2010 წლის 4 ივნისს მიიღეს. ,,ქართლის ხმის” რედაქციაში არსებულ ორივე დოკუმენტზე კი, რომელსაც რედაქცია დაეყრდნო და წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტებს, არ არის აღნიშნული თუ ვინ იგულისხმებოდა კონკრეტულად რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებში და არც რაიმე მინიშნებაა ამ მხრივ. რწმუნებულ-გუბერნატორის ადმნისტრაციაში სულ 45 თანამშრომელია.

იხილეთ წინა სტატია: https://kartliskhma.wordpress.com/2011/05/20/%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: