მთავარი > ახალი ამბები > მეჯვრისხევში ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას სახლ-მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია

მეჯვრისხევში ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას სახლ-მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია


ანასტასია ერისთავ-ხოშტარია

ანასტასია ერისთავ-ხოშტარია

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას და მისი მეუღლის დუტუ მეგრელის სახლი სავალალო მდგომარეობაშია. სახლმუზეუმი 70-იან წლებში აშენდა. ანასტასია ერისთავ-ხოშტარია წარმოშობით სწორედ მეჯვრისხევიდან იყო. მისი სახლმუზეუმი სოფლის ცენტრში მდებარეობს და მოსახლეობის მტკიცებით, ბევრი მნახველი ჰყავდა. მეჯვრისხეველებს სურვილი აქვთ, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში დაზიანებული შენობა გარემონტდეს და აღდგეს. მეჯვრისხეველები ადგილობრივ ხელისუფლებას გარკვეულ ინიციატივას სთავაზობენ კიდეც.

კერძოდ: ,,აღდგეს, გარემონტდეს და იმავე შენობაში, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქვეყანაში ხდება, გაიხსნას ხელოვნების სკოლა, სადაც ახალგაზრდობა დაეუფლება მუსიკას, ქორეოგრაფიას, ვიდეო-აუდიო, თეატრალურ და საესტრადო ხელოვნებას. პოლიტიკური სიტუაციის დარეგულირების შემდეგ დარწმუნებულები ვართ და სრული იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულ სკოლაში მეჯვრისხევის მეზობელი ოსური სოფლების ბავშვებიც სიამოვნებით ისწავლიან” – წერენ მეჯვრისხეველები (სულ 25 ადამიანი) გუბერნატორს, გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა დაინტერესებულ მხარეებს ლევან მასურაშვილს, ზაქარია გინტურს, მაია სუხიშვილს, ევგენია ბასილაშვილს და თემურ გიკაშვილს წერილობით აცნობა, რომ წერილი შემდგომი რეაგირებისთვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური სამსახურს გადასცა. გამგებელი მოსახლეობას ატყობინებს, რომ თვით სოფლის რწმუნებულიც 3 ივნისის მდგომარეობით (იგი ამჟამად დაკავებულია) ადასტურებს, რომ მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია.

,,ექსპონატები ერთ-ერთ მოსახლეობასთან ინახება. საკითხის განხილვის შედეგად კულტურის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია მუზეუმის აღდგენა-გარემონტება” – იტყობინება რაიონის გამგებელი.

ერისთავ-ხოშტარია ანასტასია გიორგის ასული, (დაიბ. 3(15)თებერვალს, 1868, გორი – გარდაიცვალა 1. V. 1951, თბილისი.) ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, დუტუ მეგრელის მეუღლე. გორის პროგიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1885 წ.) სოფელ ფცაში (ახლანდელი ქარელის რაიონი) დააარსა უფასო სკოლა გლეხთა ბავშვებისათვის. მან პირველი თარგმნილი ოსური ლეგენდა ”ბესო” ჟურნალ ”ნობათში” (1885 წელს) გამოაქვეყნა. მომდევნო მოთხრობებში ”ლაზარემ გადააჭარბა”, ”მიწა” და სხვ. კრიტიკულად აისახა იმდროინდელი ქართული სოფლის რეალისტური სურათები, გლეხობის დუხჭირი ცხოვრება; მოთხრობაში ”ეკლესიის გარშემო” მწერალმა ამხილა სამღვდელოება, რომელმაც ეკლესია პირადი შემოსავლის წყაროდ აქცია. ა. ერისთავ-ხოშტარიამ დიდად შეუწყო ხელი ქართულ ლიტერატურაში რომანის ჟანრის დამკვიდრებას. მისი პირველი რომანი ”მოლიპულ გზაზე” მძაფრი ფერებით გვიხატავს დაღუპვის პირას მისული თავად-აზნაურთა ყოფას და ფუჭად მოაზროვნე ინტელიგენციას. ა. ერისთავ-ხოშტარიას ეკუთვნის აგრეთვე საბავშვო მოთხრობები: ”შეუბრალებელი”, ”პატარა მკურნალი”, ”პატარა ნებიერი” და სხვ. (თხზ.: თხზულებები, ტ. I – III, თბ., 1952 – 1961.)

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: