მთავარი > ახალი ამბები > უფლისციხის ნაგვიანი გზა

უფლისციხის ნაგვიანი გზა


უფლისციხის გზაზე რამდენიმე ადგილას ტურისტებს სტიქიური ნაგავსაყრელი ხვდება. თვალშისაცმები მტკვრის პირა ზოლია. მდინარე ნაგავის ,,გატანის” ერთადერთი საშუალებაა. ადგილობრივი მოსახლეობა ნაგვის ურნების დადგმას და ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვს. სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა კი ამ მიმართულებით არ ჰყოფნით. ადგილობრივი მოსახლეობა ნაგავს ძირითადად მტკვრის პირას ჰყრის.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ბოლო ბიუჯეტში ნაგავსაყრელების მოსაწესრიგებლად 800 000 ლარამდეა გამოყოფილი. 2007 წლიდან 2010 წლის ჩათვლით ამ თანხას ერთი კონკრეტული კომპანია შპს ,,არქმშენსტუდია 2002″-ს წარმომადგენლები ითვისებდნენ. 2010 წლის შემოდგომით მისი მეპატრონე ალიკა მაკრახიძე დააპატიმრეს და საპროცესო შეთანხმების წყალობით, 2 კვირაში გაათავისუფლეს. მისი ფუნქციები შპს ,,გორის კეთილმოწყობის სამსახურს” გადააბარეს.

ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება ,,სამუშაოების” გადანაწილებაშია დაკავებული, უფლისციხის გზა ნაგვით ივსება. უცხოელი ტურისტები აქ ძირითადად ფეხით და ველოსიპედებით დადიან.ანტისანიტარიით ადგილობრივი მოსახლეობაცაა შეწუხებული. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრებისთვის მთავარი პრიორიტეტია ქალაქის ტერიტორიის დასუფთავება. მათი გათვლებით 800 000 ლარი მხოლოდ ქალაქის დასუფთავებას ჰყოფნის.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: