მთავარი > ახალი ამბები > სახელმწიფო სტრასბურგში მომჩივან C ჰეპატიტიან პატიმრებს მკურნალობს მხოლოდ

სახელმწიფო სტრასბურგში მომჩივან C ჰეპატიტიან პატიმრებს მკურნალობს მხოლოდ


შეხვედრა გორში

შეხვედრა გორში

C ჰეპატიტის საერთაშორისო დღეს გორში 28 ივლისს ორგანიზაციების: ,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის”, კოალიცია ,,ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში”, ა/ო ,,ჰეპა პლიუსი”, ა/ო ,,ახალი ვექტორი” და კავშირი ,,ნაბიჯი მომავლისაკენ” – წარმომადგენლებმა მრგვალი მაგიდა გამართეს. შეხვედრაზე იმ საკითხებსა და სტრატეგიაზე იმსჯელეს, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია, საქართველოში უფრო მეტ ადამიანს მიეცეს C ჰეპატიტზე მკურნალობის და დიაგნოსტირების საშუალება. ამ მხრივ საქართველოში საგანგაშო ვითარებაა. ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 200 000 ადამიანია C ჰეპატიტით ინფიცირებული. რაც მთლიანი საქართველოს მოსახლეობის 6,1%-ია. ამათგან, 2010 წლის მონაცემებით, მხოლოდ 320 პირმა ისიც საკუთარი ძალებით ჩაიტარა მკურნალობა.

,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” წარმომადგენელის ქეთევან ბიძინაშვილის თქმით, საქართველოში მთავარი პრობლემა C ჰეპატიტის დიაგნოსტირებაზე და მკურნალობაზე არსებული მაღალი ფასები წარმოადგენს.C ჰეპატიტის საწინააღმდეგო თერაპიის ღირებულება საქართველოში 24 კვირიანი კურსისთვის საშუალოდ 4 500 ევროს შეადგენს. ხოლო 48 კვირიანი კურსისთვის – 9 000 ევროს. ასევე მაღალია C ჰეპატიტის მკურნალობის ტაქტიკის შესარჩევად და აუცილებელ გამოკვლევათა საშუალო ღირებულება 1 600 ლარი. მკურნალობის მაღალი ფასის გამო სადაზღვევო კომპანიები და სახელმწიფო C ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯების დაფარვას და ანაზღაურებას არ აკეთებს.

როგორც ირკვევა, C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება კომპანიების Merck და Roshe-ს მიერ დამზადებული წამლები – ინტერფერინი და რიბაფრინი, რომლის დამზადება სხვა კომპანიებს და სახელმწიფოებს 2016-2017 წლამდე ეკრძალებათ. ერთადერთი საკუთარი წამლებით ეგვიპტეში ხდება საკუთარი მოსახლეობის მკურნალობა.

საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს არ გააჩნიათ ზუსტი სტატისტიკა თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოს ციხეებში. C ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების ზუსტი რაოდენობა დაუდგენელია. ერთადერთი რაც ცნობილია, ბოლო სამი წლის განმავლობაში სახელმწიფომ მხოლოდ 37 პატიმარს უმკურნალა, რომელთა საქმეები სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი.

ქეთევან ბიძინაშვილის თქმით, შიდა ქართლში, განსაკუთრებით გორში საკმაოდ ხშირია აღნიშნული დაავადების შემთხვევები. ეს ძირითადად რეგიონში ნარკოტიკების მოხმარების მაღალი მაჩვენებელის შედეგიცაა. ქეთევან ბიძინაშვილმა აღნიშნა, რომ გორში ,,მსოფლიო ექიმთა ასოცაციის” წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებსაც საქართველოში არსებული სიტუაციის ადგილზე გაცნობა სურთად. ,,მოგეხსენებათ, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში C ჰეპატიტით მკურნალობა უფასოა, ამიტომ საქართველოდან სამკურნალოდ ძალიან ბევრი ადამიანი მიდის. ასეთი მაღალი რიცხვით შეშფოთებული ექიმები თავად ჩამოვიდნენ საქართველო, მათ შორის გორში” – განაცხადა ქეთევან ბიძინაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებმა საუბრის დამთავრების შემდეგ პეტიციას მოაწერეს ხელი. იმედი გამოთქვეს, რომ სახელმწიფო ამ მიმრთულებით აქტიურად დაიწებს ზრუნვას. პეტიცია საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს სახალხო დამცველს წარუდგინეს. პეტიციის მიხედვით შემდეგი მოთხოვნები წამოიჭრა: ჩამოყალიბდეს სახელმწიფო სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და მაკოორდინირებელი მექანიზმი C ჰეპატიტთან მიმართებაში; ჩატარდეს ფართომასშტაბიანი კვლევა C ჰეპატიტის გავრცელების რეალური სურათის დასადგენად და ეფექტური პოლიტიკის შესამუშავებლად; სოციალური დაზღვევის პროგრამებში გათვალისწინებული იყოს ინფექციის დროული გამოვლენა, შემდგომი დაკვირვება და მკურნალობა.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: