მთავარი > ახალი ამბები > ,,ატკატი” გორის საკრებულოსა და პატრულს შორის…

,,ატკატი” გორის საკრებულოსა და პატრულს შორის…


გორის საკრებულოს ბოლო რიგგარეშე 28 ივლისის სხდომაზე ფინანსური სახსრების მარტივი კომბინაცია განხორციელდა. ადგილობრივი თვითმმართველობის დეპუტატებმა საკრებულოს სასარგებლოდ 30 000 ლარიან მანქანის შეძენაზე უარი თქვეს. ასევე უარი თქვეს გორის პატრულის მიერ ამოღებულ და თვითმმართველობის ბიუჯეტში გადარიცხულ ,,ჯარიმებისა და საურავების” – 58 000 ლარზე. საკრებულოს ფინანსური სამსახურის მიერ წარდგენილი განმარტებითი ბარათის მიხედვით, გამოთავისუფლებული 88 000 ლარი (30 000 + 58 000) შს სამინისტროს ადგილობრივი ორგანოებისთვის ავტომანქანის შეძენაზე იქნება მიმართული. ამ ცვლილებას მხოლოდ ერთმა დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან დავით რაზმაძემ არ მისცა ხმა. სხვა ოპოზიციონერი სხდომას არ ესწრებოდა.

საკრებულოს ფინანსური კომიტეტის წევრმა მევლუდ კაპანაძემ განაცხადა, რომ საკრებულომ უარი თქვა საკუთარ მანქანის შეძენაზე და ტენდერის გამოცხადებაზე. გამოთავისუფლებულ თანხას 30 000 ლარს დაემატა ,,ჯარიმებისა და საურავების” შედეგად ამოღებული 58 ათასი ლარი, რომელიც პოლიციის დაფინანსებას მოხმარდება. ტენდერი პოლიციის მანქანისთვის უახლოეს ერთ თვეში გამოცხადდება.

საკრებულოს სხდომაზე სხვა საკითხებზე იმსჯელეს. გაირკვა რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივმა თვითმმართველობამ ერგნეთში სარწყავი სისტემის მოსაწყობად 391 800 ლარი მიიღო.

რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და მიწერის ღონისძიებებისთვის გამოყოფილი 9 100 ლარი მიმართული იქნება იმავე უწყების ტრანსპორტის ხარჯებზე. ხოლო სახანძრო დაცვის სამსახურმა 700 ლარის 25 უნიფორმა მიიღო.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: