მთავარი > ახალი ამბები > 2008 წლის აგვისტოში დაღუპული გმირების ოჯახებს საჩუქრად შიფერი გადაეცემათ

2008 წლის აგვისტოში დაღუპული გმირების ოჯახებს საჩუქრად შიფერი გადაეცემათ


ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახებს, რომლებიც გორის რაიონშია რეგისტრირებული, 2 აგვისტოს შიფერი გადაეცემათ. აღნიშნულ მასალის შეძენის ხარჯებს – 21 600 ლარს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ფარავს. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ 2011 წლის 28 ივლისს ინდმეწარმე მაკედონ ანანიკოვს ტენდერში გამარჯვების მისალოცი წერილი უკვე გაუგზავნა. ,,გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტია სრულად შეესბამება სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გთხოვთ არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა გაფორმდეს ჩვენს შორის ხელშეკრულება” – სთხოვს საკრებულოს თავმჯდომარე შიფერის მწარმოებელ ინდივიდუალურ მეწარმეს მაკედონ ანანიკოვს, რომელიც გორში შინდისის გზ პირველ კილომეტრზე აწარმოებს შიფრებს. მასალას სულ 11 ოჯახი მიიღებს, ესენია:

1. განჯელაშვილი ვასილი – ხელთუბანი – 120 ცალი
2. ურიგაშვილი ზვიად – მეჯვრისხევი – 20 ცალი
3.მიჩიტაშვილი მზევინარ – ზერტი – 120 ცალი
4. ჭონიშვილი ოლეგი – სკრა – 120 ცალი
5. მაკრახიძე გოგიტა – შერთული – 130 ცალი
6. ბირთველიშვილი ზაზა – ატენი – 100 ცალი
7. ცერცვაძე მიხეილ ზეღდულეთი – 120 ცალი
8. მანძულაშვილი ლევანი – ზეღდულეთი – 100 ცალი
9. ბერიანიძე არჩილ – ზეღდულეთი – 180 ცალი
10. ტატულაშვილი მიშა – ფლავისმანი – 70 ცალი
11. გიგუაშვილი თამაზ – ტყვიავი – 20 ცალი.

გორის საკრებულომ არ წარმოადგინა რაიმე საბუთი იმისა, თუ რის საფუძველზე გადაწყდა გმირების ოჯახებისთვის შიფერის გადაცემა. სხვა ინფორმაცია ბიუჯეტში არ არის. ,,ქართლის ხმის” ინფორმაციით, გასული წლების მსგავსად იგეგმება სხვა და სხვა კულტურული ღონისძიებები. გორის თეატრში უკვე დაიწყეს ორი წლის წინანდელი სპექტაკლის ,,ცხელი აგვისტოს” აღდგენა-გადაკეთება და შესაბამისად ახალი ჰონორარების ასაღებად მზადება.

იხ: ჟურნალისტური გამოძიება: ,,შოუბიზნესად ქცეული 7 აგვისტო გორში..”
https://kartliskhma.wordpress.com/2010/07/26/%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-7-%E1%83%90%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98/

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: