მთავარი > სტატიები > ზურაბ არსოშვილმა აღიარა, რომ ავტომანქანები ვერა ქობალიას გარეშე განკარგა

ზურაბ არსოშვილმა აღიარა, რომ ავტომანქანები ვერა ქობალიას გარეშე განკარგა


შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა აღიარა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომანქანები უკანონოდ განკარგა. თავისივე ხელმოწერით გამოცემული სამი განკარგულება კი გააუქმა. მან სამხარეო ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომანქანები, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, საკუთარი ხელმოწერით გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს გადასცა. სამართლებრივად კი სახელმწიფო ქონებას თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო უნდა განკარგავდეს.<!–more–>

ჯერ კიდევ 2010 წლის 26 ოქტომბერს ზურამ არსოშვილმა 5 ავტომანქანა, რომელიც რწმუნებულის-ადმინისტრაციის ბალანსზე იყო, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ხმიადაშვილს გადასცა. დავით ხმიადაშვილმა ეს მანქანებს 2010 წლი 25 ოქტომბერს #300 მიმართვის საფუძველზე მოითხოვა. არსოშვილმა გამგებელს მანქანები უსასყიდლოდ გადასცა: ეს მანქანებია:
2 ცალი ,,ფოლცვაგენ პასატი”, ერთი ცალი მერსედეს ბენცი; თითო – თითო ცალი ,,ვაზ – 21214″; ,,ვაზ – 21213″ და ,,ვაზ-2121″.

მომდევნო ფაქტი 2010 წლის 29 ნოემბერს მოხდა. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს ორჯერ წერილის გაგზავნა დასჭირდა გუბერნატორის სახელზე, რომ დამატებით ორი მანქანა – ვაზ-2121 და ვაზ 21-07 – მიეღო. გუბერნატორმა არც წინაზე და არც ამჯერად მიუთითა სახელმწიფო ქონების გადაცემის საფუძველი. ამავე დროს, არც გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმაც მიუთითა გუბერნატორს, თუ რომელი კანონის საფუძველზე სთხოვდა სახელმწიფო ქონებას.

სახელმწიფო მანქანების გადაცემა-გადმოცემის პიკმა 2011 წლის მაისში მიაღწია. 2011 წლის 5 მაისს არსოშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს ზცუიად ხმალაძეს ვაზ 2121 ,,ჰიუნდაი ტუქსონზე” გაცვალა. ის პირველი მოადგილის ზურაბ ჩხეიძის სახელზე განაპირობა.

,,რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის 2010 წლის 11 ოქტომბრის თხოვების ხელშეკრულებით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გადმოცემული ავტომანქანა ,,ჰიუნდაი ტუქსონი” (სახელმწიფო სანომრე ნიშნით WTW-544) განპიროვნებულ იქნას რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილის – ზურაბ ჩხეიძის სახელზე და საწვავის (ბენზინის) ლიმიტი განესაზღვროს თვეში 800 (რვაასი)ლიტრის ოდენობით.” – წერია მანქანის გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტში. ხოლო რაც შეეხება ვაზ 2121 ავტომანქანას, საკრებულოს თავმჯდომარემ ის თავად მოითხოვა გუბერნატორისგან. ამ ფაქტით დასტურდება, რომ გამგებლის და გუბერნატორის მსგავსად, არც ზვიად ხმალაძეს სცოდნია სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულისთვის გადაცემის პროცედურები. არა და, გორის საკრებულოს სპეციალურად დაქირავებული ჰყავს იურისტ-კონსული გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული კათედრიდან, რომელსაც კოლოსალურ თანხას უხდიან.

მანქანების ამგვარი წესით ,,გადაცემა-გათხოვების” პრაქტიკა კანონის უხეში დარღვევა აღმოჩნდა. რწმუნებულ-გუბერნატორი არსოშვილი აღნიშნავს, რომ ეს დარღვევა 2010-2011 წლებში გამოცემული განკარგულებების გეგმიური გადამოწმებისას, სამართლებრივი შესწავლის შედეგად დაადგინა.

გუბერნატორმა აღიარა, რომ: ,,არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს კანონის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ მე-6 მუხლით გათვალისწინებული პროცედურები, შესაბამისად, დადგინდა, რომ აღნიშნული განკარგულებები გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ. საქართველოს ზოგადიადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკუთარი ინიცტიავით, გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის შესაბამისი განკარგულებები აღიარებულ იქნეს არარა ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტად” – წერს ზურაბ არსოშვილი.

არსოშვილმა ადმინისტრაციის უფროსს პაატა გიორგაძეს დაავალა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება ავტომანქანების კვლავ თვითმმართველობისთვის გადაცემის შესახებ, ოღონდ ამჯერად კანონიერების ფარგლებში.საქართველოს კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” მიხედვით, მუხლი მე-6, სახლმწიფო ქონების გადაცემის მოთხოვით თითმმართველი ერთეული მიმართავს არა თუ ამ შემთხვევაში გუბერნატორის ადმინისტრაციას, არამედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინიტროს, რომელსაც ამჟამად ვერა ქობალია ხელმძღვანელობს. სამინისტრო კი თვითმმართველი ერთეულის მომართვის საფუძველზე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს ქონების გადაცემის შესახებ. ამჯერად, შიდა ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებაში ავტომანქანების ერთმანეთთან თხოვების და გადაცემის პროცედურებს ვერა ქობალია დაარეგულირებს.

საბა წიწიკაშვილი

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: