მთავარი > ახალი ამბები > ოკამელები სკოლის აღდგენას ითხოვენ

ოკამელები სკოლის აღდგენას ითხოვენ


ოკამის #2 სკოლა

ოკამის #2 სკოლა

კასპის რაიონის სოფელ ოკამში გაუქმებული სკოლის აღდგენას ითხოვენ. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც განათლების მინისტრად კახა ლომაია იყო დანიშნული, ოპტიმიზაციის პირობებში ოკამის ორი სკოლა გაერთიანდა. გაუქმებამდე ორ შენობას შორის მანძილი ოკამელების თქმით, 6 კმ-ი იყო, ხოლო ხელისუფლების თქმით – 3-4 კმ. დაბალი კლასის მოსწავლებს ფართი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შენობაში გამოუყვეს. ბავშვები ვერ ახერხებენ შორ მანძილზე სიარულს. სოფელი დიდ ფართობზეა გაშლილი და მისი მოსახლეობის რაოდენობა 2002 წლის მონაცემებით 1715 შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ოკამში ორი სკოლა გაერთიანდა, გაუქმებული სკოლის 1-7 კლასის მოსწავლეები სასწავლებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ნაჩუქარ შენობაში შეიყვანეს. 9-12 კლასის მოსწავლეებს კი რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ. ოკამელები დახმარებას ითხოვენ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოძიებული მასალებით გავარკვიეთ, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს კახა ლომაიას ოკამის #2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ცისანა აბულაძემ სთხოვა, რომ ოპტიმიზაცია ნაცვლად 2006 წლისა, 2007-2008 წლებში გადავადებულიყო. ცისანა აბულაძე ირწმუნებოდა, რომ სკოლის მე-11 კლასში ცხინვალიდან და ვლადიკავკაზიდან ჩამოყვანილი ბავშვები სწავლობდნენ და მათ სწავლაში ხელი შეეშლებოდათ. 2006 წლის სასწავლო სეზონის დამთავრების შემდეგ კი #2 სკოლა თანახმა იყო შეერთებოდა #1 სკოლას.

საკითხის გადასაწყვეტად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან საკუთარი აზრის დაფიქსირება კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ელზა დაბრუნდაშვილს სთხოვეს. ელზა დაბრუნდაშვილის პასუხი უცნობია, თუმცა ოკამის #1 და #2 სკოლების ოპტიმიზაცია მართლაც 2007 წლის აპრილში მოხდა. 2008 წელს შორი მანძილის გამო, ყოფილი მე-2 სკოლის პირველი-მეშვიდე კლასები გაამწესეს ე.წ. საბჭოს შენობაში, რომელიც სოფლის გამგეობის საკუთრებად ითვლება.

კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ამჟამინდელი უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზანგური კი კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს კახა ხაჩირაშვილს ატყობინებს, რომ სკოლების გაერთიანება ყოფილი #2 სკოლის დირექტორის თხოვნის საფუძველზე მოხდა. სინამდვილეში ყოფილი სკოლის დირექტორი ითხოვდა ოპტიმიზაციის ერთი წლით გადავადებას. ის არა თუ ითხოვდა სკოლების გაერთიანებას, არამედ ,,თანახმა იყო სკოლების გაერთიანების”. განათლების რესურცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დავით ზანგურის თქმით, ამჟამად ოკამის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შენობაში განთავსებულ სკოლაში 52 ბავშვი სწავლობს. ოკამელები ირწმუნებიან – 70 ბავშვიაო.

დავით ზანგური სოფლის მოსახლეობას ახალი საბაზო სკოლის აღდგენაზე უარს ეუბნება. კასპის გამგებელი კახა ხაჩირაშვილი კი რესურცენტრის უფროსის ინფორმაციას ეყრდნობა და პასუხის გასაცემად ყოველთვის ამ წერილს იშველიებს. ოკამელი მოსწავლეების მშობლები დახმარებისათვის ხნა განათლების სამინისტროს, ხან კასპის გამგეობას და ხან გუბერნიას მიმართავენ. ისინი ჯერ-ჯერობით პრეზიდენტმდე არ ჩასულან.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: