მთავარი > სტატიები > რა უპასუხა პრეზიდენტმა ,,საზღვრისპირა” ხვითის 152 მაცხოვრებელს…

რა უპასუხა პრეზიდენტმა ,,საზღვრისპირა” ხვითის 152 მაცხოვრებელს…


ზემო ხვითის მოსახლეობა

ზემო ხვითის მოსახლეობა

შიდა ქართლის ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში დარწმუნებულები არიან, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონში არსებულ სიტუაციაზე ბევრი არაფერი იცის. ,,ურთულესმა სიტუაციამ გვაიძულა ჩამოვსულიყავით და ხმა მოგვეწვდინა თქვენთვის ბატონო პრეზიდენტო” – ასე იწყება ის წერილი, რომელიც ზემო და ქვემო ხვითელებმა პრეზიდენტის კანცელარიაში დატოვეს. 11 გვერდიან წერილზე, სადაც 6 გვერდი ხელმოწერებს უკავია, არსებობს მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის შედგენილი ხუთსტრიქონიანი პასუხი. ოღონდ გამგებელი ამ პასუხში ადრესატად (ნებით თუ უნებლიეთ) ხვითელებს ,,ნიქოზის პედაგოგებად” მოიხსენიებს. ,,დახმარებისთვის ბიუჯეტში თანხა არ არის გათვალისწინებულიო.” შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც გაზეთ ,,ქართლის ხმის” ბაზაზე დაფუძნების პროცესშია, ხვითელებს და საზღვრისპირა სოფლის სხვა მოსახლეობას ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარა და დაეხმარება. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს გორის გამგეობაში ხვითელების სახელზე გაგზავნილი პასუხი ვერ აჩვენეს.

,,თქვენი თანადგომა უფრო მეტ სტიმულს შემატებს იმ ადამიანებს, რომლებიც ცოცხალ იარაღად შემართულები დგანან დედა სამშობლოს საზღვარზე და არ აძლევენ საშუალებას გათავხედებულ მტერს დედა სამშობლოს საზღვრის შელახვას” – ასე უხსნიან ხვითელები საქართველოს პრეზიდენს იმ აუცილებლოს შესახებ, რასაც მოსახლეობის დახმარება ჰქვია. მართლაც, ხვითელებს მიაჩნიათ, რომ თუკი საქართველოს პრეზიდენტი საზღვრისპირა სოფლის მოსახლეობას დაეხმარება, ეს საგუშაგოზე მდგარ ჯარისკაცებს წაადგებათ. შეგახსენებთ, სოფელ კნოლევთან რამდენიმე ხნის წინ 25 წლის სპეცნაზელმა შემთხვევით გავარდნილი თოფით სოფელში სტუმრად ჩასული ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე მოსპო. ტელეკომპანია ,,მაესტროს” ეთერში კნოლეველები აცხადებდნენ, რომ ქართულის საჯარისო ნაწილები ადგილობრივ გოგონებს ,,მუშტრის თვალით” უყურებენ. ხვითელები კი სწორედ ამ სპეცნაზელებს გულისხმობენ პრეზიდენტთან ,,საუბარში”.

ხვითელები უწყლობას და სოფლის დაცარიელებას უჩივიან. ,,ის ადამიანები სტოვებენ სოფლებს, რომლებიც იმ ქარცეცხლიანი ომის დროს არ გამოსულან სოფლიდან და საკუთარი სიცოცხლის ფასად მდგარადად იდგნენ მამა – პაპის საძვალის სადარაჯოზე” – აცხადებენ ხვითელები.

,,მხოლოდ ბოლოხანს დაარიგეს ოჯახზე ერთი ტომარა ფქვილი და 2 კბ.მეტრი უვარგისი შეშა. რაც ფაქტიურად არაფერს ნიშნავს შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანების მიმართ, მით უმეტეს ამ სიტუაციაში როდესაც საკვებ პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება. თითქმის ყოველდღიურად ახალ-ახალი პრობლემები ჩნდება ჩვენს ყოველდღიურობაში, რომელთა გადაწყვეტა თქვენი დახმარების გარეშე ჩვენს ძალებს აღემატება. კონკრეტულად მოგახსენებთ იმ პრობლემების ნუსხას რომლის გარეშე ჩვენი არსებობა შეუძლებელია:
1. სარწყავი არხი
2.სოციალური პაკეტი
3.საგაზაფხულო სამუშაოები
4. სათესლე მასალა
5.საწვავი
6. ტექნიკა
7.ტრანსპორტი.
8. ფულადი კონპენსაცია” – აღნიშნავენ ხვითელები.

ხვითელები მეზობელი სოფლებიდან ნისიად იღებენ საქონელს და შემდეგ მიაქვთ ბაზარზე გასაყიდად. ამ შემთხვევაში ტრანსპორტის პრობლემა აქვთ. მატარებელი კი დაუნიშნეს ახალი გარემონტებული სახით, მაგრამ მასში ბევრი ტვირთის ატანა აკრძალულია. ,,ღმერთისა და თქვენი იმედიღა გვაქვს, ბატონო პრეზიდენტო” – ასე მთავრდება 152 კაცის ხელმოწერით დაგვირგვინებული წერილი. წერილში საერთოდ არაა საუბარი იმ საფრთხეების თუ პრევენციების შესახებ, რომელსაც სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო სტრუქტურები საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაციის სახით აწვდიან. ხელისუფლება პრიორიტეტად უსაფრთხოებას (სროლებს, წვრთნებს თუ საზღვარზე ბოძების ჩასმას) მიიჩნევს, მოსახლეობა კი 8 პუნქტის მიხედვით, ხელისუფლების პრიორიტეტებს საერთოდ არ ახსენებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს წერილი ჯერ კიდევ 2011 წლის გაზაფხულზე მიიღო. ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის საფუძველზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ის შიდა ქართლის გუბერნატორს გადაუგზავნა. გუბერნატორმა იმავე კოდექსის მიხედვით, წერილი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადააბარა. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი ხვითელებს პასუხი არ გასცა. არც შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ და არც გამგეობამ ხვითელების სახელზე გამზადებული პასუხი არ წარმოადგინა. დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ის ჟურნალიც მოვითხოვეთ, სადაც ამ წერილის მოძრაობა იქნებოდა დაფიქსირებული. თუმცა ხვითელების პასუხი ვერც იქ აღმოვაჩინეთ. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორივე უწყებამ პრეზიდენტთან გაგზავნილი საპასუხო წერილი ვერ წარმოუდგინა.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: