მთავარი > ახალი ამბები > ჩოჩიშვილის ქუჩაზე ასფალტის დაგებამ წყალგაყვანილობის სისტემა მოშალა

ჩოჩიშვილის ქუჩაზე ასფალტის დაგებამ წყალგაყვანილობის სისტემა მოშალა


გორში ჩოჩიშვილის ქუჩის მცხოვრებნი ,,გორის წყალმომარაგების ქსელის ნაწილობრივ რეაბილიტაციის” პროექტში ჩართვას ითხოვენ. მათი განცხადებით, ახალი ასფალტის საფარის დაგებამ წყალგაყვანილობის სისტემის მოშლა და საკანალიზაციო ჭების კიდევ უფრო მოუწესრიგებლობაგამოიწვია. წყალმომარაგების რეგიონულ კომპანიასთან ადგილობრივი ხელისუფლების შუამდგომლობა უშედეგო აღმოჩნდა.

2011 წელს გორში ,,წყალმომარაგების ქსელის ნაწილობრივი რეაბილიტაცია” მიმდინარეობს. ამ პროექტში რკინიგზის, წმინდაწყლის, ჭალის და ვერხვების დასახლების გარკვეული ნაწილის რეაბილიტაზია ხორციელდება. ჩოჩიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები სწორედ ამ პროექტში ჩართვას ითხოვენ. მათ დასახმარებლად გორის მუნიციპალიტეტისგამგეობას მიმართეს.

გამგეობამ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანების გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას წერილობით ჩოჩიშვილის ქუჩის ჩართვაც სთხოვა. წყალმომარაგების რეგიონული კომპანიის ხელმძღვანელმა ლაშა კვარაცხელიამ გამგებელს აცნობა, რომ ვერ მოხერხდება მეზობელი: გორკისა და თამარ მეფის ქუჩების წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტში ჩასმა. მოსახლეობას მომავალი წლის ,,პროექტის” იმედი აქვს. ისინი კანალიზაციის და მოუწესრიგებელი ჭების წყალობით წვიმიან ამინდში ზარალდებიდან. არსებობს ეპიდემიის საშიშროება. გამგეობამ მოსახლეობას წყალმომარაგების კომპანიის პასუხიც გაუგზავნა.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: