მთავარი > ახალი ამბები > ლამისყანაში სარწყავ წყალზე დავა მსხვერპლით დასრულდა

ლამისყანაში სარწყავ წყალზე დავა მსხვერპლით დასრულდა


ლამისყანა

ლამისყანა

კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში თანასოფლელებს შორის ჩხუბი მსხვერპლით დასრულდა. შუახნის მამაკაცი ივანე ქოთოლაშვილი სარწყავი წყლის გამო ატეხილი დავის დროს დანით დაჭრეს. მას სასიკვდილო ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენეს. იგი კასპის საავადმყოფოში 23 ივლისსვე გარდაიცვალა. ასევე მძიმედ არის დაჭრილი ივანე ქოთოლაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი. ამ უკანასკნელს ჭრილობა თავის არეში ბარით აქვს მიყენებული. მკურნალობას გორის ჰოსპიტალში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადის. მკვლელობის საქმეს კასპის შს სამმართველო იძიებს.

სოფელი ლამისყანა ოსეთის კონტროლირებად ტერიტორიას ესაზღვრება. სარწყავ არხს აქაური მაცხოვრებლები 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ახმაჯის არხიდან იღებდნენ, რომლის სათავე ცხინვალის ტერიტორიაზეა. ამჟამად არხი გადაკეტილია. ლამისყანელები უწყლობას უჩივიან. სოფლის მხოლოდ ჩრდილოეთი ნაწილი გაუქმებულ არხში გამოპარული წყლის მეშვეობით ირწყვევა. სწორედ ამ წყალზე მოუვიდა თანასოფლელთან დავა ივანე ქოთოლაშვილს. ზუსტ მიზეზებზე საუბარი სოფელში უჭირთ.

ახმაჯის არხი ბოლოს შარშან მაშინ გამოუშვეს რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა, როდესაც არხში ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცი ბანაობისას დაიხრჩო. უკვე ერთი წელია ამ ზონაში დამატებითი, ალტერნატიული სარწყავი სისტემა შენდება, რომელიც სპეციალური საქაჩი მოწყობილობებით ჭაბურღილიდან ამოტუმბულ წყალს არხში გაუშვებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია მშენებლობის დამთავრების თარიღი. უწყლობას განიცდის ლამისყანის მეზობელი სოფელი თვაურებიც. ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ლამისყანის შავმიწა ნიადაგი ერთ-ერთ ნაყოფიერ ადგილად ითვლება საქართველოში.

ლამისყანის მოურწყავი მინდვრები

ლამისყანის მოურწყავი მინდვრები

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: