მთავარი > ახალი ამბები > გორის გამგეობა: ,,შიფერი გმირების ოჯახებმა თავად მოითხოვეს”

გორის გამგეობა: ,,შიფერი გმირების ოჯახებმა თავად მოითხოვეს”


შიფერის გადაცემა

შიფერის გადაცემა

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის შიფერის გადაცემის შესახებ, გამოეხმაურა. გამგეობის ადმინისტრაციის უფროსის კახა ტოლიაშვილის თქმით, შიფერი თავად დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებმა მოითხოვეს. საპირისპირო წერია საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის განკარულებაში. საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერილ განკარგულებაში წერია: გამომდინარე იქიდან, რომ შიფერის შეძენასთან დაკავშირებით შესყიდვების გეგმაში ცვლილებები შევიდა, საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია შესყიდული მასალა ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახებს გადაეცეს. საკრებულოს წინაშე ომში დაღუპული სამხედროების ოჯახებიდან არავითარი განცხადება არაა შეტანილი.

“ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული თითოეული სამხედრო პირისა თუ სამართალდამცავის ოჯახი და მათი თხოვნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მზად ვართ ნებისმიერ დროს აღმოვუჩინოთ საჭირო დახმარება. ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან გამოჩენილი ყურადღება ოჯახის წევრების დაკარგვით გამოწვეული მწუხარების შემსუბუქებაში გარკვეულწილად დაეხმარებათ. მათთვის თუნუქის შიფრის შეძენას და ოჯახებამდე ტრანსპორტირების ხარჯებს მთლიანად მუნიციპალიტეტი გაიღებს“ – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კახა ტოლიაშვილმა.

შიფრის შესაძენად 21 600 ლარი გამოიყო. ტენდერში გამარჯვებულმა ინდმეწარმე მაკედონ ანანიკოვმა 1100 ცალი შიფერის შესყიდვა შესთავაზა საკრებულოს. მისი განცხადება დაუყოვნებლივ იქნა განხილული და დაკმაყოფილებული. შიფერი შემდეგნაირად განაწილდა:
1. განჯელაშვილი ვასილი – ხელთუბანი – 120 ცალი
2. ურიგაშვილი ზვიად – მეჯვრისხევი – 20 ცალი
3.მიჩიტაშვილი მზევინარ – ზერტი – 120 ცალი
4. ჭონიშვილი ოლეგი – სკრა – 120 ცალი
5. მაკრახიძე გოგიტა – შერთული – 130 ცალი
6. ბირთველიშვილი ზაზა – ატენი – 100 ცალი
7. ცერცვაძე მიხეილ ზეღდულეთი – 120 ცალი
8. მანძულაშვილი ლევანი – ზეღდულეთი – 100 ცალი
9. ბერიანიძე არჩილ – ზეღდულეთი – 180 ცალი
10. ტატულაშვილი მიშა – ფლავისმანი – 70 ცალი
11. გიგუაშვილი თამაზ – ტყვიავი – 20 ცალი.

ადგილობრვი ხელისუფლებამ ,,8 აგვისტოს ღონისძიებების” ნუსხაში შიფერის გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ შეიტანა. გთავაზობთ, მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პროტოკოლს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების აღმნიშვნელ ღონისძიებების შესახებ, სადაც შიფრის გადაცემა არ ფიგურირებს. შიფრის გადაცემით არც სახელისუფლებლო მედია-საშუალებები და ხელისუფლებასთან დაახლოებული ჟურნალისტები დაინტერესდნენ.

9:00 სთ – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია აღასრულებს საღვთო ლიტურგიას.
12:00 – 12:30 სთ – გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობა. 2008 წელს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
10:00 სთ–დან მთელი დღის მანძილზე – ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის სამსახურის აქცია გორის მოსახლეობის უფასო გამოკვლევები ( მე–3 საჯარი სკოლის მიმდებარე სკვერი).
15:00 სთ – სოფ. შინდისში დაღუპული ქართველი მეომრების სახელზე ჯვრის აღმართვა და ლიტერატურული კომპოზიაცია ბრძოლის ადგილას.
18:00 სთ – გორის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „ცხელი აგვისტო“
20:30 სთ – ფოტო გამოფენა „გვახსოვდეს აგვისტო“. (გორის ცენტრალური მოედანი)
20:45 სთ – სანთლების აქცია საქართველოს რუქის ფონზე (გორის ცენტრალური მოედანი).
21:30 სთ – ფილმის „ აგვისტოს 5 დღე“ ჩვენება გორის ცენტრალურ მოედანზე, რომელსაც დაესწრებიან ფილმში მონაწილე მსახიობები და პროდიუსერები

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: