მთავარი > ახალი ამბები, თეატრი > ,,ცხელი აგვისტოს” გასაიდუმლოებული ჰონორარები

,,ცხელი აგვისტოს” გასაიდუმლოებული ჰონორარები


კადრი სპექტაკლიდან

კადრი სპექტაკლიდან

გორის დრამატული თეატრის რეპერტუარში ორი წელია სპექტაკლი ,,ცხელი აგვისტო” აქვთ. ის დღეს 8 აგვისტოს კვლავ გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლება გავრცელებულ პრესრელიზში პიესის ავტორად ვინმე გორელ მწერალს – გიორგი სოსიაშვილს მოიხსენიებს. სინამდვილეში ეს მწერალი გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილია, რომელიც პიესის დაწერის პერიოდში გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსიც იყო. სოციალურ ქსელებში გორის თეატრის ვებ-გვერდზე ერთ-ერთი ჟურნალისტი რადიოდან წერდა, რომ სპექტაკლზე მიხეილ სააკაშვილის სადიდებელი სიტყვები ისმოდა. გაზეთი ,,ქართლის ხმა”, ორი წლია, გორის თეატრიდან ,,ცხელი აგვისტოს” (და სხვების) ხარჯების შესახებ ინფორმაციას უშედეგოდ ითხოვს..

,,იმიტომ ხარ კრეტინი, რომ არ გესმის… კულტურის სამინისტროს მიერ გადმორიცხულ გრანტს ვაძლევთ პიესის ავტორს. მე კი არ მიმაქვს” – განუცხადა ,,ქართლის ხმის” ჟურნალისტს გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ მაშინ როდესაც ჟურნალისტს თეატრის შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით აგდებდა. ის ამავე დროს თბილისის თეატრალური ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორია.

სოსო ნემსაძეს რამდენიმე ხნის წინ სწორედ ,,ცხელი აგვისტოს” ხარჯები მოვთხოვეთ. გორის თეატრი ფინანსდება როგორც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან, ასევე, გრანტის სახით, ყოველ ახალ დადგმულ სპექტაკლზე, კულტურის სამინისტროსგან. დღემდე გორის თეატრის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი თაკო აბაშიძე ჰონორარების და სხვა შემოსავალ-ხარჯების შესახებ ინფორმაციას არ იძლევა. 2011 წლის 5 ივლისს მის მიმართ ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანეს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა ერთი თვის ვადაში ხდება. დღეის მდგომარეობით, ,,ქართლის ხმას” ადმინისტრაციული საჩივრის საქმის წარმოების შესახებ არც წერილობით და არც სიტყვიერად არ აცნობეს. რითაც დაირღვა, ზოგადიადმინისტრაციული კოდექსის ფუნდამენტური მუხლები.

ჟურნალისტებს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ერთჯერადი ადმინისტრაციული საჩივრის გამოყენების სავალდებულო უფლება მისცა. აღნიშნული უფლება გორის თეატრის წარმომადგენლობამ ჟურნალისტს არ გამოაყენებინა. ,,ქართლის ხმა” ჟურნალისტთა სამართლებრივი დაცვის მედია-ცენტრს დახმარებსთვის მას შემდეგ მიმართავს, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ცალკე დასრულდება სხვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა ისევ და ისევ გორის თეატრის ხარჯების შესახებ. თეატრთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაც ინფორმაციას, მის მიერ გორის თეატრისთვის გადარიცხული თანხების ხარჯების შესახებ, მალავს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე თანაავტორია შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის მიერ დაწესებული ,,გორობის” დღესასწაულისა.

,,ქართლის ხმა” ითხოვს დეტალურ ინფორმაციას არა მარტო ,,ცხელი აგვისტოს” თანხების შესახებ (მაგალითად, მიიღო თუ არა რაიმე შემოსავალი გორის უნივერსიტეტის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ,,ცხელი აგვისტოს”-გან), არამედ სხვა მნიშვნელოვან ხარჯების შესახებ.

კატეგორიები:ახალი ამბები, თეატრი
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: