მთავარი > ახალი ამბები > პენსიონერები ,,უკეთ მომსახურება”-ს ითხოვენ

პენსიონერები ,,უკეთ მომსახურება”-ს ითხოვენ


,,გულამდე მიიტანეთ ჩვენი ტკივილი"

,,გულამდე მიიტანეთ ჩვენი ტკივილი"

კასპის რაიონის სოფელ ოკამის პენსიონერები ფულის დარიგებისას წარმოქმნილ პრობლემებს უჩივიან. ,,ლიბერთი ბანკის ექსპრესის” ლოდინში წვიმაში, ქარში, სიცხეში, სიცივეში საათობით მდგარი ოკამელი პენსიონერები თანასოფლელ ნაირა ჩიტაშვილის სამსახურში დაბრუნებას ითხოვენ. საქმეში კასპის გამგებელი კახა ხაჩირაშვილი და ლიბერთი ბანკის კასპის ფილიალის დირექტორი გელა ქვრივიშვილიც ჩაერთო. ,,ლიბერთი ბანკის” კასპის ფილიალის დირექტორი ირწმუნება, რომ წვიმაში, ქარში, თოვლში და მზეზე და საერთოდ ღია ცის ქვეშ ფულის დარიგება ,,უკეთ მომსახურებაა”.

,,პირველ რიგში მოგიხდით მადლობას, თუ გულწრფელად წაიკითხავთ ჩვენს მოთხოვნას. გავიგეთ, რომ გულისხმიერი ადამიანი ყოფილხართ და გულამდე მიიტანთ ჩვენს ტკივილს… პენსიას არიგებენ გორიდან ,,ლიბერთი ექსპრესით”. გზებზე ადგილიც არ არის, სად შევეფაროთ, ნახევარი პენსიორები ვრჩებით უპენსიოდ. შემდეგ იძულებულები ვართ მანქანა ვიქირაოთ და კასპში წავიდეთ” – ესაა ამონარიდი პენსიონერების კოლექტიური წერილიდან, რომელიც შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერანტორის აპარატშია დაცული.

ოკამელები იმასაც ამბობენ, რომ ავადმყოფი პენსიონერების მომსახურებისთვის სხვა სოფლის მოლარე დანიშნეს. მანამდე ამ საქმეს წარმატებით ადგილობრივი მოლარე ნაირა ჩიტაშვილი ასრულებდაო. ,,საცოდავ ქალს იმ დროს ჰკრეს ხელი, როდესაც 27 წლის რძალი დაეღუპა. დარჩა ორი მცირე წლოვანი – 7 წლის და 2 წლის ბავშვი.” – განმარტავენ პენსიონერები.

კასპის გამგებელმა კახა ხაჩირაშვილმა ლიბერთი ბანკის კასპის ფილიალის დირექტორის გელა ქვრივიშვილის განმარტებითი პასუხი, პენსიონერების გარდა, თვით ნაირა ჩიტაშვილს გაუგზავნა. გელა ქვრივიშვილი განმარტავს, რომ ,,სს ლიბერთი ბანკის დირექტორატის გადაწყვეტილებით სოფლის მოსახლეობის უკეთ მომსახურების მიზნით დაინერგა მომსახურეობა ,,ლიბერთი ექსპრესი” მეშვეობით, რომლის მოვალეობაშიც შედის სოფლის მოსახლეობისთვის პენსიებისა და სოციალური დახმარების გაცემა, ხელფასების, გზავნილების გაცემა, კომუნალური გადასახადების გადახდა და სხვა საბანკო მომსახურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოხდა შტატების შემცირება” – განმარტავს გელა ქვრივიშვილი.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: