მთავარი > ახალი ამბები, სტატიები > ნიქოზში ცხინვალიდან გამომავალი ფეკალური მასების მოცილების გზებზე ფიქრობენ

ნიქოზში ცხინვალიდან გამომავალი ფეკალური მასების მოცილების გზებზე ფიქრობენ


ცხინვალის კორპუსები საიდანაც ფეკალური მასა მოდის

ცხინვალის კორპუსები საიდანაც ფეკალური მასა მოდის

სალთვისის არხის კალაპოტში ცხინვალიდან ფეკალური მასები და სარეცხის საშუალებები მოედინება, ამის შესახებ ნიქოზის მოსახლეობა იტყობინება. ისინი ანტისანიტარიას და აუტანელ სუნს უჩივიან. ნიქოზელების თქმით, სუნი საცხოვრებელ სახლებში ჩვეულებრივად აღწევს. მოსახლეობამ არ იცის, თუ რა გზით შეიძლება გადაწყდეს დაბინძურებული წყლის გადაკეტვის საკითხი.

ნიქოზელები ირწმუნებიან, რომ ცხინვალიდან წყლის გამოშვების შემთხვევაში მოსახლეობას ფეკალური მასები წალეკვით ემუქრება. ამ მხრივ, აუზი და მისი მიმდებარე ტერიტორია საჭიროებს მოვლას.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, ნიქოზელებმა: ალექსანდრა მჭედლიძემ, ნინელი ბერუაშვილმა, გივი სანებლიძემ, თინათინ მეტრეველმა, სერგო მინდიაშვილმა და სხვებმა (სულ 35 კაცმა) ხელისუფლებისგან შესაბამისი პასუხი მიიღეს:

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ნიქოზის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გიორგი დევიძე მოსახლეობას განუმარტავს, რომ არხის გაწმენდა აუცილებლობას არ წარმოადგენს. იმ შემთხვევაში კი თუ ოსური მხარის მიერ მოხდება სალთვისის სარწყავ არხში წყლის მაქსიმალური რაოდენობის გამოშვება, არხი თავისუფლად გაატარებს წყალს და მოსახლეობას მისი ნაპირებიდან გადმოსვლის არანაირი საფრთხე არ ემუქრება. დღეის მდგომარეობით ოსურ მხარეს სალთვისის არხში ჩაშვებული აქვს ქ. ცხინვალის რამდენიმე საცხოვრებელი უბნის საკანალიზაციო სისტემებიდან გამომავალი ბინძური წყლის მასა, რის გამოც დევიძე ადასტურებს, რომ სოფელში რეალურად არსებობს ანტისანიტარიის კერის გაჩენის საფრთხე.

ქალაქ ცხინვალში არსებობს ალტერნატიული საკანალიზაციო სისტემა, სადაც წლების მანძილზე მიერთებული იყო ცხინვალის ზემოაღნიშნული უბნების საცხოვრებელი კორპუსები. დევიძე აცხადებს, რომ მთლიანად ოსურ მხარეზეა დამოკიდებული საკანალიზაციო წყლის ისევ ძველ სისტემაზე მიერთება და არა სალთვისის სარწყავ არხში გაშვება.

  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: