მთავარი > ახალი ამბები > CENN-ის სკანდალური დასკვნა – რა ელის ბორჯომის ხეობას 2020-2050 წლებში

CENN-ის სკანდალური დასკვნა – რა ელის ბორჯომის ხეობას 2020-2050 წლებში


ბორჯომის ხეობა

ბორჯომის ხეობა

CCADM (კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება) პროექტის ფარგლებში, რომელსაც CENN ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხელვაჩაურის, ქედას, ახალციხის, ბორჯომის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში შედგა ანგარიში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოწყვლადობაზე კლიმატის ცვლილების მიმართ. პროექტის ძირითადი მიზანია ადგილობრივი თემების უნარ-შესაძლებლობებისა და მათი მეურნეობების გაძლიერება კლიმატის ცვლილებისადმი მზაობისა და ადაპტაციის თვალსაზრისით.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, რომლის ტერიტორიაც ზღ. დ. 700-2850 მ სიმაღლეზეა განლაგებული, საბაზისო პერიოდში (1956-2005 წწ.) ბორჯომის მეტეოროლოგიური სადგურის (ზღ. დ. 790 მ) მონაცემების, რეგიონალური და გლობალური საპროგნოზო კლიმატური მოდელებით შეფასებული მეტეოროლოგიური პირობების შედარებითი ანალიზის შედეგების მიხედვით, ზღ. დ. 1300 მ სიმაღლემდე უახლოეს ათწლეულებში მოსალოდნელია: ჰაერის საშუალომრავალწლიური ტემპერატურის მომატება საშუალოდ 3°C-ით, აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურის გაზრდა 2-2,5°C-ით, აქტიურ ტემპერატურათა ჯამების გაზრდა დაახ. 600°C -ით, დღე და ღამეში მოსული ნალექების მაქსიმალური მნიშვნელობების გაზრდა (დაახ. 60 მმ-ით), ≥ 10 მმ, ≥ 20 მმ და ≥ 50 მმ ნალექიანი დღეების რიცხვების მომატება თავსხმა ნალექების რაოდენობის გაზრდის თანხლებით, ქარების საშუალო და მაქსიმალური სიჩქარეების საბაზისო პერიოდის მაჩვენებლების შენარჩუნება, გვალვების რისკის უმნიშვნელო შემცირება.

ზღ. დ. 1300 მ-ზე მაღლა, აბასთუმნის მეტეოროლოგიური სადგურის (ზღ. დ. 1265 მ) მონაცემების და გლობალური კლიმატური მოდელების საპროგნოზო მონაცემების ერთობლივი ანალიზის მიხედვით 2020-2050 წლებში საბაზისო პერიოდთან შედარებით მოსალოდნელია: ჰაერის საშუალომრავალწლიური ტემპერატურის მომატება 3-4 °C-ით, აბსოლუტური მაქ. ტემპერატურის გაზრდა 2-2,5 °C-ით, აქტიურ ტემპერატურათა ჯამების მომატება დაახ. 600 °C-ით, ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამების უმნიშვნელო მატება (11-53 მმ-ს საზღვრებში), დღე-ღამეში მოსული მაქსიმალური რაოდენობის ნალექების მნიშვნელობების და თანმიმდევრულად 5 დღის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობის გაზრდა. ≥ 10 მმ და ≥ 20 მმ ნალექიან დღეთა რიცხვების შემცირება, ატმოსფერული ნალექების წლიურ ჯამებზე 200 მმ-ით და უფრო მეტად გადამეტება სავარაუდოდ 2-ჯერ, ქარის საშუალო და მაქსიმალური სიჩქარეების უმნიშვნელო მომატება, მკაცრი და ექსტრემალური გვალვების შემთხვევათა სიხშირის გაზრდა.

ბორჯომისა და აბასთუმნის მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემების მიხედვით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საბაზისო პერიოდში აღინიშნებოდა კლიმატის დათბობის ტენდენცია (საშ. წლიური ტემპერატურის გაზრდა 0,3 °C-ით, აბსოლუტურ მაქს. ტემპერატურის მომატება 1 °C-ით და სხვა), რაც მომავლის სცენარით 2020-2050 წლებში კიდევ უფრო შესამჩნევ ხასიათს მიიღებს. ჰაერის საშუალომრავალწლიური და აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურების გაზრდამ, აქტიურ ტემპერატურათა ჯამების მომატებამ, ჰიდროთერმული კოეფიციენტის წლიური და სეზონური მაჩვენებლების კლებამ და საბაზისო პერიოდში ქარის მაქსიმალური სიჩქარის თუნდაც უმნიშვნელო მომატების ტენდენციის შენარჩუნებამ, შეიძლება გამოიწვიოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აქამდე პერიოდულად დამახასიათებელი სუსტი და საშუალო ინტენსივობის გვალვების ყოველ წელს გამეორება (განსაკუთრებით ზღ. დ. 1300 მ მაღლა), ხოლო ძლიერ ინტენსიური გვალვების დღეების რიცხვის ყოველ წელს 4-5 დღით გაზრდა. ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თანმიმდევრულად 5 დღის განმავლობაში მოსული ნალექების მაქსიმალური რაოდენობის შესაძლო მომატებამ, ასევე ერთ დღეში მოსული ნალექების მაქსიმალური რაოდენობის და ≥ 50 მმ და მეტი ექსტრემალური ნალექების დღეთა რიცხვის გაზრდა (განსაკუთრებით ზღ. დ. 1300 მ-ზე მაღლა), ნალექების წლიური ჯამების 200 მმ და უფრო მეტის პერიოდული გადამეტების ტენდენციის შენარჩუნებამ შეიძლება განაპირობოს საბაზისო პერიოდში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოვლენილი მეწყრული და ღვარცოფული პროცესების, ნაწილობრივ ძლიერი წყალდიდობების განვითარების ინტენსიურობის მომატება.

ანგარიშის ვრცელი ვერსია:
http://www.cenn.org/wssl/programs/CENN_CCADM_CC_Borjomi_municipality_110816.pdf

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: