მთავარი > ახალი ამბები > დაპატიმრებული პოლიციელები და გასაიდუმლოებული სასტიკი წამება

დაპატიმრებული პოლიციელები და გასაიდუმლოებული სასტიკი წამება


შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, წამების მუხლით, შს სამინისტროს ორი თანამშრომლის მიმართ გამოძიება (#082220811801) 2011 წლის 23 აგვისტოს დაიწყო. დანაშაული 20 აგვისტოს მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, პოლიციელებმა მძინარე ადამიანს საკუთარ სახლში სცემეს. ცემეს ყურის მიდამოში, დააკარგვინეს გონება, დააგდეს იატაკზე. გორის სასამართლოდან მოწოდებული მასალაში გადაშლილია პოლიციელების მიერ ჩადენილი ქმედების ბოლო დეტალი. კერძოდ იატაკზე მოქალაქის უგონოდ დაცემის შემდეგ პოლიციელებმა ,,რაღაც გააკეთეს”, რომელსაც სასამართლო არ გვამცნობს.

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ 2011 წლის 25 აგვისტოს მათ მიმართ პატიმრობები მოითხოვა. წარდგენილი მასალების მიხედვით, დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტების მიხედვით კვალიფიცირდება. წარდგენილი ბრალდება პირისათვის ისეთ მოპყრობას გულისხმობს, რომელიც თავისი ხასიათით, ინტესივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და რომლის მიზანია პირის დაშინება და დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჯგუფურად.

გორის რაიონული სასამართლოდან გამოთხოვილი მასალების მიხედვით ვიგებთ, რომ 2011 წლის 20 აგვისტოს დაახლოებით 12 საათზე ერთ-ერთმა პოლიციელმა მიიღო შეტყობინება მასზედ რომ ერთ-ერთ ოჯახში სახლში იყო მისული მოქალაქე მთვრალ მდგომარეობაში და ოჯახის წევრებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. პოლიციელები მივიდნენ დასახელებულ მისამართზე, ერთად შევიდნენ საცხოვრებელ სახლში. მთვრალი მოქალაქე იწვა საწოლზე. პოლიციელებმა ჯგუფურად განიზრახეს წამება, ე.ი. დაშინება და დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედების გამო:

ციტატა აღკვეთის ღონისძიების ბრძანებიდან: ,,დანაშაულებრივი განზარხვის სისრულეში მოყვანის მიზნით მძინარეს მხარში ძლიერად დაარტყა ხელი, რამაც გამოიწვია ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ისე რომ მიზეზი არ უთქვამს, აგრძელებდა წამებას და ცემას. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე სთხოვდა მათ შეეწყვიტათ მისი წამება და დამცირება. ამის შემდეგ პოლიციელმა მოსთხოვა დაეწერა ხელწერილი რომ იგი თავის მეუღლეს სხვა დროს აღარ მიაყენებდა შეურაცხყოფას. მოქალაქემ ვერ გაიგო მისი ნათქვამი და სთხოვა გამეორება. პოლიციელმა მას კვლავ დაუწყო ცემა და დაარტყა მარცხენა ყურის მიდამოში, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი. დაკარგა გონება და დაეცა იატაკზე. ყოველივე ამის შემდეგ…….” (ციტატის დასასრული).

სწორედ აქ წყდება ამბის თხრობა. ტექსტის ის ნაწილია გადაშლილი, სადაც იატაკზე უგონოდ დაგდებული მოქალაქის მიმართ პოლიციელების მიერ განხორციელებული ახალი ქმედების აღწერა იწყება.

გორის რაიონული სასამართლოდან განჩინება 26 აგვისტოს ჩაგვბარდა. ბრალდებულების ადვოკატი მათ მიმართ გირაოს შეფარდებას ითხოვდა და გამოძიებას სანაცვლოდ ცალ-ცალკე 10 000 – 10 000 ლარს სთავაზობდა.

,,დაცვის მხარემ განმარტა, რომ ვინაიდან ბრალდებულები წარსულში ნასამართლევები არ ყოფილან, არც კი უცდიათ მიმალვა და თავიანთი პროფესიიდან გამომდინარე წლების განმავლობაში ახდენდნენ დანაშაულის ჩამდენი პირების დაკავებას, თითოეულის მიმართ გირაო 10 000 – 10 000 ლარის ოდენობით სრულად მოახდენდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას” – წერია აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ბრძანებაში.

შიდა ქართლის პროკურატურის განყოფილების უფროსმა გიორგი გაბიტაშვილმა გირაოს შეფარდებაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ საჭიროა აღიკვეთოს პოლიციელების შემდგომი დანაშაულებრივი ქმედება. პროკურატურისთვის არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მოსალოდნელი სასჯელის შიშით ბრალდებულები თავს აარიდებენ სასამართლოში გამოცხადებას. მოსამართლე შორენა წაქაძემ პროკურორის ვარაუდო გაითვალისწინა და ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს, გაზეთ ,,ქართლის ხმას” და ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისს აღნიშნული ბრალდებული პოლიციელების გვარ-სახელები, ასევე დაზარალებული მოქალაქის ვინაობის მონაცემები სასამართლომ არ მიაწოდა. დაუყოვნებლივ მოთხოვნილ და მოწოდებულ ინფორმაციაში გადაშლილია გვარი და სახელები. პოლიციელების გვარი და სახელების დასახელებას შს სამინისტროს პრესცენტრი ზურა გვენეტაძე შეგვპირდა, თუმცა ჯერ-ჯერობით არ მოუწოდებია.

ბრალდებული პოლიციელების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში ოქტომბერში დაიწყება.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: