მთავარი > ახალი ამბები > საჯარიმო რეიდები შიდა ქართლში

საჯარიმო რეიდები შიდა ქართლში


შემოსავლების სამსახურის შიდა ქართლის საგადასახადო ინსპექციის და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შიდა ქართლის სამსახურის თანამშრომლები რეგიონის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებს სისტემატიურად ,,ავლენენ”. გორის რაიონულ სასამართლოში 17-18-19 აგვისტოს რამდენიმე გამოვლენილ პირს ჯარიმები დაეკისრა. დააჯარიმეს მოქალაქეები და ინდმეწარმეები როგორც უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის, ასევე ხეტყის წარმოშობის დოკუმენტაციის აღურიცხველობის და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესაბამისი ლიცენზიის პირობების დაუცველობის გამო.

17 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურის შიდა ქართლის საგადასახდო ინსპექციის თანამშრომლების მიერ სუხიშვილის ქუჩაზე უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორცილებაში გამოვლენილი ინგული ქეთოშვილი და ზურაბ ჩლაიძე 400-400 ლარით დაჯარიმდნენ. ორივე მათგანმა რეგისტრაციის გაუვლელობა აღიარა და აღნიშნეს, რომ სამეწარმეო საქმიანობა სულ რამდენიმე დღით წინ ჰქონდათ დაწყებული. რეიდს საგდასახადო ინსპექციის თანამშრომლები – ნინო ხაჩიძე და გიორგი ქრისტეშვილი ახორციელებდნენ.

იმავე დღეს, შემოსავლების სამსახურის ოფიცრებმა ახალციხიდან თბილისში მიმავალი, ჯერ-ჯერობით ჩვენთვის დაუდგენელი პიროვნება დააკავა, რომელსაც ხის მასალა სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე გასაყიდად გადაჰქონდა. დაკავებულმა პიროვნებამ სასამართლოზე ქმედება არ აღიარა და განმარტა, რომ ხის მასალა ახალციხეში საფინანსო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე იყიდა და თბილისში პირადი მოხმარებისთვის გადაჰქონდა. თუმცა მან ასევე მიუთითა, რომ არაერთხელ უყიდია ხის მასალა, ხოლო ნაკლებხარისხიანობის შემთხვევაში გაუყიდია კიდეც.

მოსამართლე დავით პაპუაშვილმა 19 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მოცემული საქმე სამართალდარღვევას წარმოადგენს, რომელიც დადასტურებულია წარდგენილი სამართალდარღვევის ოქმით და ასევე მოწმის სახით დაკითხული ოფიცერთა ახსნა-განმარტებებით.

ამოღებული ხის მასალა 3 კბ.ს შეადგენდა. ის ახალციხეში იქნა შეძენილი ჯერ კიდევ 2011 წლის 17 მაისს 920 ლარად. შემოსავლების სამსახურის ოფიცრებმა სასამართლოს წარუდგინეს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ მასალა 3,4 კბ.მ-ს შეადგენდა და 1 360 ლარად ფასობდა.

მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში შემდეგი ფრაზა ჩაწერა: ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 237-ე მუხლით, ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათს ერთობლიობაში” – ციტატის დასასრული. სწორედ, აქედან გამომდინარე მიიჩნია სასამართლომ, რომ ახალციხიდან წამოღებული, ხოლო გორის ტერიტორიაზე ამოღებული ხის მასალა მის პატრონს თბილისში სარეალიზაციოდ მიჰქონდა.

მოსამართლეს არ გასჩენია კითხვა დაკავებულის მიმართ, თუ სად და რატომ იყო აქამდე შენახული ხის მასალა, რომელიც სასაქონლო ზედნადების მიხედვით 17 მაისსაა შეძენილი. პროცესზე ასევე არ გამოკვლეულა, მართლა 17 მაისს არის შეძენილი თუ სხვა მასალასთან გვაქვს საქმე. სასამართლო მხოლოდ იმით დაკმაყოფილდა, რომ პირი უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის 400 ლარით დაჯარიმდა.

გორში თავის მხრივ, ,,ბუნებრივი რესურსების სააგენტო” აქტიურობს. მისი სამსახურის წარმომადგენელმა თემურ ფარეიშვილმა ხაშურში დარეგისტრირებული ინდმეწარმე მიხეილ კურტანიძის სახერხ საამქროში 5 კბ.მ წიწვოვანი ჯიშის სამასალე მორი გამოავლინა. ინდმეწარმემ მხოლოდ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი წარადგინა, თუმცა მორს არ გააჩნდა სპეციალური ფირნიშები, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის 96-ე ბრძანება ითვალისწინებს. ინდმეწარმე მოსამართლე დავით პაპუაშვილმა 18 აგვისტოს 1 000 ლარით დააჯარიმა.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შიდა ქართლის სამსახურის წარმომადგენელმა თემურ ფარეიშვილმა გორის რაიონის სოფელ ორთაშენში ლიცენზიის პირობების დარღვევით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ფაქტი გამოავლინა. აღნიშნულ ქმედებას შპს ,,ვარძია” ახორციელებდა.

მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ვარძიას” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსგან ლიცენცია #01029 მოპოვებული ჰქონდა, რათა სოფელ ორთაშენთან ქვიშა-ხრეშის ამოღების სამუშაოები ეწარმოებინა, მისი წარმომადგენლობა ვალდებული იყო 1 მაისამდე შესაბამის უწყებაში ლიცენზიის პირობების დაცვის ანგარიში წარედგინა. ამ ანგარიშის წარუდგენლობის გამო შპს ,,ვარძია” 2011 წლის 18 აგვისტოს 500 ლარით დაჯარიმდა.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შიდა ქართლის სამსახურის წარმომადგენელმა თემურ ფარეიშვილმა გორის რაიონის სოფელ ბიისში თერმული წყლების მომპოვებელი რუსუდან გიორგაძეც გამოავლინა, რომელსაც ასევე არ ჰქონდა წარდგენილი ლიცენზიის პირობების დაცვის შესახებ ანგარიში. 18 აგვისტოს ისიც 500 ლარით დაჯარიმდა.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: