მთავარი > ახალი ამბები > ,,გამგეობაში პასუხის მისაღებადაც კი არ მიშვებენ”

,,გამგეობაში პასუხის მისაღებადაც კი არ მიშვებენ”


პარასკევა ახვლედიანი

პარასკევა ახვლედიანი

გორში, სამეფო ქუჩაზე მცხოვრები პარასკევა ახვლედიანი რამდენიმე წელია ქირით შვილთან ერთად ცხოვრობს. თავდაპირველად, ერთ მოძველებულ და ჭერდაზიანებულ ოთახში, ქირას 15 ლარს იხდიდა, ამჯერად ფასი გაუძვირეს და უკვე გაორმაგებულ თანხას სთხოვენ. 77 წლის ქალბატონმა დახმარებისთვის და თავშესაფრის გაღების თხოვნით გამგეობას მიმართა. თუმცა პასუხი არ მიუღია. ახვლედიანის გახშირებული ვიზით შეწუხებული დარაჯები ადმინისტრაციულ შენობაშიც აღარ უშვებენ.

,,წალკის რაიონიდან ვარ წარმოშობით. კომუნისიტების დროს საკონსერვო ქარხანაში ვმუშაობდი, შემდეგ კომბინატში, ბამბეულის ქარხანაში გადავედი სამუშაოდ. 10 წელია მდგმურად ვარ, ხან სად ხან სად. რაც ის ქარხნები გაჩერდა, დავრჩი უმუშევრად. ქირით დგომა დამებედა. მას შემდეგ სულ მდგმურად ვარ. მხოლოდ 4 წელი ვიცხოვრე ნათესავთან.” – ამბობს პარასკევა ახვლედიანი.

გორის მუნიციპალიტეტმა პარასკევა ახვლედიანთან დაკავშირებით პასუხი ჩვენ გაგვცა. გამგეობა ახვლედიანის თავშესაფრის მიცემაზე პასუხისმგებლობას იხნის, რადგან ბიუჯეტში საამისოდ თანხები არაა გათვალისწინებული. პარასკევა ახვლედიანი ამბობს, რომ მას გამგეობის გარდა, არასვითვის მიუმართავს.

ამჯერად პარასკევა ახვლედიანი სამეფო (ყოფილი ლენინის) ქუჩაზე მზესუმზირის გაყიდვით არის დაკავებული. ორ სულზე იღებს სოციალურ დახმარებას.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: