მთავარი > ახალი ამბები > დავა კარალეთში – ფერმერს გაზისა და ნავთობის კორპორაცია უპირისპირდება

დავა კარალეთში – ფერმერს გაზისა და ნავთობის კორპორაცია უპირისპირდება


გაზისა და ნავთობის კორპორაცია მოითხოვს, რომ გორის რაიონის სოფელ კარალეთში მცხოვრებმა მირიან ორჯონიკიძემ ფერმა დაანგრიოს. 1 სექტემბერს მოსამართლე დავით პაპუაშვილმა მიიჩნია, რომ გაზსადენთან სიახლოვეს ფერმის მშენებლობით უსაფრთხოების ზომები დაირღვა. სასამართლომ გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2007 წლის მარტში და მაისში გამოცემული სამი ბრძანება გააუქმა. ბრძანებების მიხედვით, მირიან ორჯონიკიძეს მშენებლობის წარმოების ნებართვა მიეცა. ფერმასა და გაზსადენს შორის საშუალო მანძილი კი 10-12 მეტრია.

გაზისა და ნავთობის კორპორაცია დაუშვებლად თვლის 150 მეტრის რადიუსში ყოველგვარი შენობა-ნაგებობების არსებობას. იმ ტერიტორიასთან, სადაც მირიან ორჯონიკიძის მეურნეობა დგას, გადის ნავთობისა და გაზის სადენი.

მირიან ორჯონიკიძის წარმომადგენელი მერაბ დაღელაშვილი აცხადებს, რომ 2007 წელს, როდესაც გამგეობამ მშენებლობის ნებართვა გასცა, საჯარო რეესტრში გაზსადენის არსებობის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობდა. მისი აზით, გამგეობისთვის და მირიან ორჯოკიძისთვის იმ პერიოდში გაზსადენის ზუსტი ტერიტორიის არსებობის შესახებ ცნობილი არ იყო.

გაზისა და ნავთობის კორპორაცია თვლის, რომ გამგეობას იმ პერიოდში გაზსადენის არსებობა უნდა სცოდნოდა, რადგან ამ გაზსადენით თვით გორის მოსახლეობა სარგებლობს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი მაია სურამელიც თვლის, რომ გამგეობამ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი კანონის დაცვით გამოსცა. სურამელმა წარმოადგინა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ გაზისა და ნავთობის კორპორაციამ გაზსადენის პირველადი რეგისტრაცია 2010 წელს მოახდინა. ,,2006-2007 წლებში საჯარო რეესტრიში არავითარი ინფორმაცია არსებობდა გაზსადენის ზუსტი ტერიტორიის შესახებ. იმ პერიოდში, მთავრობის დადგენილების მიხედვით დაწესებული ყველანაირი პირობა იყო დაცული. რასაც ითხოვდა მშენებლობის ნებართვა, ის საბუთები იქნა წარდგენილი ორჯონიკიძის მიერ და შესაბამისად, გამგეობას უფლება არ ჰქონდა ნებართვა არ გაეცა” – თქვა მაია სურამელმა.

ამჟამად გაზსადენთან ფერმის ღობე დაახლოებით 4 მეტრითაა დაშორებული, ხოლო საკუთრივ ფერმა – 12 მეტრით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ფერმის მშენებლობით უსაფრთხოების ზომები არ იქნა დაცული. შესაბამისად, გამგეობას ახალი სამართლებრივი აქტის მიღება დაავალა, ხოლო ვინაიდან საბოლოოდ გარკვეული არაა ზღვარი გაზსადენსა და ობიექტს შორის, ფერმის დემონტაჟი ამ ეტაპზე დაუშვებლად სცნო.

გამგებლის მიერ მიღებული ახალი სამართლებრივი აქტით, ფერმა შესაძლოა უნებართვო მშენებლობად ჩაითვალოს. ამ შემთხვევაში, მირიან ორჯონიკიძეს მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, ახალი დავის დაწყება მოუწევს.

შპს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით, 2006 წლის მარტში დაფუძნდა. კორპორაციის შემადგენლობაში შევიდა სს “საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის”, სს ,,საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის” და სს “საქნავთობის” სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციები.
კორპორაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია – ნავთობისა და გაზის რესურსების დაძიება-მოპოვება, ასევე ნავთობისა და გაზის ტრანზიტის ოპერაციების წარმოება; საქართველოში არსებული მაგისტრალური გაზსადენების სისტემის ექსპლუატაცია; ახალი მაგისტრალური გაზსადენების და ნავთობსადენების დაპროექტება და მშენებლობა; სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა, განვითარება და ოპერირება.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: