მთავარი > ახალი ამბები > თავდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას მიწის ნაკვეთები წაართვა

თავდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას მიწის ნაკვეთები წაართვა


გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში მცხოვრებ – ნინო ზარხოზაშვილის, ბეჟან გიორგაშვილის, ოლია პაპუაშვილის, მევლუდ პაპუაშვილის და დავით როსტომაშვილის სარგებლობაში მყოფი მიწის ნაკვეთები თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შემოღობეს და იქ სხვადასხვა საინჟინრო სამუშაოების წარმოება დაიწყეს. მანამდე 1993 წლიდან აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები იყენებდნენ. ისინი სანაცვლოდ კონპენსაციებს ითხოვენ, რადგან მიწების ჩამორთმევით ზარალი მიიღეს, ხოლო სხვა მიწის ნაკვეთების შეძენის და დამუშავების საშუალება არა აქვთ.

,,1993 წლიდან მფლობელობაში გადმოგვეცა ეს მიწის ნაკვეთები, მასთან ერთად მიღება-ჩაბარების აქტებიც გადმოგვეცა. 2010 წლის ნოემბერში მიწის ნაკვეთები როგორც ჩვენთვის ცნობილია თავდაცვის სამინისტომ შემოღობა. ამით მოგვესპო საშუალება დავამუშავოთ მიწის ნაკვეთები და მოსავალი მოვიყვანოთ. მიწების სანაცვლოდ კი არავითრი კონპენსაცია არ მიგვიღია. მიგვაჩნია, რომ ადგილი აქვს ჩვენი უფლებების დარღვევას. მოგმართავთ თხოვნით გულთან მიიტანოთ ჩვენი გასაჭირი და პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმაროთ” – მისწერეს ახალდაბელებმა შიდა ქართლის გუბერნატორს ზურაბ არსოშვილს.

არსოშვილმა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ხმიადაშვილის მეშვეობით, ახალდაბელებს აცნობა, რომ მიწის ნაკვეთები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზეა და შესაბამისად, ვითარების გასარკვევად ვერა ქობალიასთვის უნდა მიემართათ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა დაზარალებულ მოსახლეობას. მათ ეკონომიკის სამინისტროდან მიიღეს პასუხი, რომ ვითარების გასარკვევად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა მიაკითხონ. ჯერ-ჯერობით მოსახლეობა გაურკვევლობაშია, რა ქნას.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისში გააჩნიათ ის დოკუმენტები, რომლის ძალითაც 1993 წელს აღნიშნულ მოსახლეობას მიწის ნაკვეთები სოფლის მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარემ გ. კანდელაკმა, ასევე ახალდაბის მეურნეობის ხელმძღვანელმა კ. აბაშიშვილმა და მიწის კადასტრის წარმმომადგენელმა გ. მაზმიშვილმა სარგებლობაში გადასცეს. ერთადერთი პრობლემა რაც აღნიშნულ მოსახლეობას გააჩნდა, საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთების დაურეგისტრირებლობა იყო. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი” დაზარალებულ მოსახლეობას სასამართლოში დავის დასაწყებად იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.

თათია გოგოლაძე
სპეციალურად ,,შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის”

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: