მთავარი > ახალი ამბები > უპრეცედენტო გამარჯვება გორის მუნიციპალიტეტში

უპრეცედენტო გამარჯვება გორის მუნიციპალიტეტში


31 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, საკანცელარიო ნივთების შეძენასთან დაკავშირებით, გამარჯვებისთვის 4 კომპანია იბრძოდა. ,,შეჯიბრს ” გამგებელი, მისი მოადგილე, ფინანსური სამსახურის უფროსი და სხვა პირები ესწრებოდნენ. გამოცხადებული პირობებით. შესასყიდი ობიექტის მაქსიმალური ღირებულება 1 100 ლარი იყო. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გორის მუნიციპალიტეტს – შემდეგი საკანცელარიო ნივთები: სტეპლერები, ფოტოფურცლები, სკრეპები და ა.შ შეიძინოს. სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული იყო, თუ რა რაოდენობის ესა თუ ის საგანი სჭირდება გამგეობას.

სატენდერო კომისიას ყველაზე მაღალი ფასი – 1088 ლარი – შპს ,,კომპანია Geosm”-მა შესთავაზა. შპს ,,ფორმატმა” კი – 936 ლარი. ინდმეწარმე ზურაბ ჯოხაძემ საკმაოდ დაბალი – 721 ლარი დაწერა, ხოლო ჯოხაძესთან შედარებით 7 ლარით ნაკლები ფასი შპს ,,ბონტომ” (714 ლარი) მიუთითა. გამარჯვებულად თავისთავად შპს ,,ბონტო” გამოცხადდა. მან პირობა დადო, რომ 5 დღის ვადაში ჩამოთვლილ ნივთებს 714 ლარად მიუტანს გამგეობას, რაც ფაქტობრივად დაახლოებით 300 ლარის ეკონომიაა.

საგულისხმოა, რომ ინდმეწარმე ზურაბ ჯოხაძემ სხვა ტენდერში გაიმარჯვა. კერძოდ, გამგეობამ ტენდერი ტყავის სავარძლის შეძენაზე 300 ლარად გამოაცხადა. აღნიშნულ ტენდერში ზურაბ ჯოხაძემ უკონკურენტოდ გაიმარჯვა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის უცნობია, ვინ ისარგებლებს ახალი ტყავის სავარძლით.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: