მთავარი > ახალი ამბები > შერჩევითი ,,სამართალი” სოციალურად დაუცველ სტუდენტთა დაფინანსებაში

შერჩევითი ,,სამართალი” სოციალურად დაუცველ სტუდენტთა დაფინანსებაში


გუბერნატორის და სტუდენტების შეხვედრა

გუბერნატორის და სტუდენტების შეხვედრა

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოციალურად დაუცველ სტუდენტებს შერჩევით აფინანსებს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის ასეთი ფაქტები ცნობილია. მაგალითად, იმ დროს როდესაც გორის რაიონის სოფელ დიდ გარეჯვარში მცხოვრებ ეთერ ადუაშვილს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 500 ლარი გადაურცხა, ამ სარგებლის მიღმა სოციალურად დაუცველი სხვა სტუდენტები აღმოჩდნენ. ყველა სტუდენტი გორის სასწავლო უნივერსიტეტში ირიცხება.<!–

ეთერ ადუაშვილს მე-4 კურსზე დარჩენილი თანხა 500 ლარი სჭირდებოდა და გამგეობამ, როგორც აღვნიშნეთ, გადაურიცხა. სამაგიეროდ, გორში, სუხიშვილის ქ. 20-ში მცხოვრებ ნაია აფხაზაშვილს გამგეობამ თანდაფინანსებაზეც კი უარი უთხრა. სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენელი ნაია აფხაზაშვილი იძულებული გახდა დარჩენილი 950 ლარი ბანკიდან სესხით აღებული თანხით დაეფარა. მისმა დედამ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დაუდასტურა, რომ ამ ვალებს დღესაც იხდის ოჯახი.

კიდევ ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახის წარმომადგენელს თათია არბოლიშვილს გამგეობამ უარი განუცხადა. რექტორის მოადგილის ალექსანდრე მღებრიშვილის გაცემული ცნობით, დევნილს და კარალეთის კოტეჯებში მცხოვრებ არბოლიშვილს, სწავლის გადასახადიდან, 1500 ლარიდან გადახდილი ჰქონდა მხოლოდ 250 ლარი. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თათია არბოლიშვილს აცნობა, რომ დევნილი სტუდენტების დაფინანსებისთვის ბიუჯეტში თანხები არ არსებობს.

Advertisements
კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: