მთავარი > ახალი ამბები, სტატიები > ბადრი ბასიშვილის იავნანა

ბადრი ბასიშვილის იავნანა


დედათა და ბავშვთა ცენტრი სს ,,იავნანა”, რომელიც 2011 წლის 12 აპრილამდე 100%-იანი სახელმწიფო წილის მქონე საავადმყოფო იყო, ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა. გაყიდვის ფაქტს საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული ,,ნასყიდობის ხელშეკრულება” ადასტურებს, რომელიც ნოტარიუსმა თ. ვაშაკიძემ 2011 წლის 12 აპრილს N110375623-ით დაარეგისტრირა. მესაკუთრეთა ჩამონათვალში მითითებულია მხოლოდ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი თამაზ მამისთვალოვი. ის გორის საკრებულოს წევრია ნაციონალური მოძრაობის ხაზით.

თამაზ მამისთვალოვი წლების განმავლობაში ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი და ხელმძღვანელია. მის პერიოდში გაერთიანდა ორი სამედიცინო დაწესებულება – ,,მომავალი” და ,,იავნანა”. საავამდყოფომ დღემდე სს ,,იავნანას” სახელი შემოინახა.

ჯერ კიდევ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გრიგოლ მგალობლიშვილის მიერ გამოცემული #802 განკარგულებით, სს ,,იავნანას” რეაბილიტაციისთვის 290 000 ლარი გამოიყო. ბავშვთა საავადმყოფომ პირველი ლედის სანდრა რულოვსის ყურადღებაც დაიმსახურა. გორის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრის დავით რაზმაძის თქმით, სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ქონება, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 7 მლნ ლარს შეადგენს, 1 მლნ ლარად გაიყიდა.

გაყიდულ ობიექტების ნუსხაში, ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე სს ,,იავნანას” ქონება საერთოდ არ მოიძებნება. თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერში ,,ნასყიდობის ხელშეკრულება” ჩანს, რაც ქონების ყიდვა-გაყიდვის ფაქტს ადასტურებს. ოფიციალური მეპატრონის ძიებაში რამდენიმე ფაქტს წავაწყდით.

დავით რაზმაძის ინფორმაციით, საავადმყოფო ორმა მაჟორიტარმა შეიძინა: ,,გორის დედათა და ბავშვთა ცენტრი შეიძინეს დიდი ლიახვის ხეობის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბადრი ბასიშვილმა და გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიგა ტატიშვილმა. ამ ორმა ჩინოვნიკმა 7 მილიონიანი ქონება შეიძინეს 1 მილიონად, რასაკვირველია ოფიციალურად ისინი არსად ფიგურირებენ, თუმცა საავადმყოფოს ერთ-ერთი მყიდველი ტატიშვილის სიდედრის დეიდა ქალბატონი ლიანა მაზმიშვილია, მეორე კი ბასიშვილის ნათესავი ვინმე ჭეჭელაშვილი, საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი ასევე დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი და ბადრი ბასიშვილის უახლოესი მეგობარი გოგიტა ბაბუციძეა.”-აცხადებს რაძმაზე.

გოგიტა ბაბუციძე 2008 წლის ომამდე დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქურთაში საგადასახადო ინსპექციაში მუშაობდა, ომის შემდეგ კი თბილისში გადმოსულ ქურთის გამგეობაში ფინანსურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა: ,,ობიექტი მათი ნათესავების სახელზე გაფორმდა, სიდედრზებზე, დეიდებზე და ასე შემდეგ. ამ ორმა ჩინოვნიკმა ჩალის ფასში შეიძინა ამხელა ცენტრი, ბასიშვილის მეგობარი ბაბუციძე კი რასაც ქვია აწიოკებს საავადმყოფოს და მედპერსონალს, მაგრამ შიშით ხმას ვერავინ იღებს ის რაღაც კაპიკებიც არ დაკარგონ ეშინიათ” – ასკვნის დავით რაზმაძე.

ჩვენ დავინტერესდით საიდან მოხდა ობიექტის გაყიდვა. ეკონომიკის საიტზე მის შესახებ არავითარი ინფორმაცია დევს, რაც იმის ნიშანია, რომ ,,ეკონომიკის სამინისტროს ან არ გაუყიდია ობიექტი, ან გაყიდვის ფაქტს მალავს. შიდა ქართლის სააღსრულებლო ბიუროში განგვიცხადეს, რომ ობიექტი მათ მიერ არ არის გაყიდული. ერთადერთი საჯარო რეესტრი დაგვრჩა.

სს ,,იავნანას” ბოლო ამონაწერი 2011 წლის 22 აგვისტოს შედგა, ამ დოკუმენტში სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კვლავ არ არიან მითითებულნი. ხელმძღვანელ პირად თამაზ მამისთალოვია, ხოლო ამონაწერისმომზადებისას დაინტერესებულ პირად ორი პიროვნება დავით ჭეჭელაშვილი, გიორგი ბაბუციძე და თამარ წილოსანი არიან.

ბაბუციძე სოფელ აჩაბეთიდანაა, ხოლო დავით ჭეჭელაშვილი – სოფელ კარალეთში მიწის ნაკვეთებს ფლობს. კარალეთში ასევე დევნილთა ჩასახლებებია.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ორივე დეპუტატს დაუკავშირდა და რესპუბლიკელების ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალება მისცა.

ლიახვის ხეობის მაჟორიტარმა რაზმაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა: ,,ვერ გამიგია საიდან მოაქვთ ეს ცრუ ინფორმაცია, არანაირი საავადმყოფო არ მაინტერესებს და არ მიყიდია, ეს არის აბსურდი და ტყუილი. მაგდენი ფული, რომ მქონდეს სხვა უფრო აზრიან საქმეს მოვახმარდი. რაც შეეხება ჭეჭელაშვილს, რა თქვეს როგორი ნათესავიაო?”_კითხვითვე გვიპასუხა ბასისვილმა და ჭეჭელაშვილთან ნათესაობა არც უარყო და არც დაადასტურა, თუმცა გოგიტა ბაბუციძესთან ნაცნობობის უარყოფა არც უცდია. არანაირი კომენტარის გაკეთება არ ისურვა გორის მაჟორიტარმა გიგა ტატიშვილმა: ..არანაირ ინტერვიუს არ ვიძლევი, არ გაგცემთ პასუხს კითხვაზე ვიყიდე თუ არა საავადმყოფო. არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ”-განაცხადა ტატიშვილმა სატელოფონო საუბარში.

დავით რაზმაძე თვლის, რომ ბასიშვილი და ტატიშვილი საავადმყოფოს ყიდვას თავის ინიციატივით ვერ გაბედავდნენ და სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებს: ,,ეს საკითხი დავაყენე საკრებულოს სხდომაზეც, მაგრამ პასუხის გამცემი არავინ აღმოჩნდა. ეს ორი რეგიონის დეპუტატი ვერ გაბედავდა ამხელა დანაშაულის ჩადენას საკუთარი ინიციატივით. რათქმაუნდა მათ მფარველები უფრო მაღალ ეშელონებში ჰყავთ. როგორ შეიძლება ობიექტი ასეთ მიზერულ ფასში გაყიდულიყო, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და მასზე უნდა მოხდეს სამართალდამცავების რეაგირება”_განმარტა რაძმაზემ.

თამარ ხიდაშელი

  1. liana mazmiSvili
    March 7, 2012 at 4:35 pm

    ცრუობს ბასიშვილი, ნუთუ არ სცხვენია? ვანო მერაბიშვილი ხომ არ ლობირებს მაჟიორიტარებს?

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: