მთავარი > ახალი ამბები > თავდაცვის სამინისტრო სასამართლოში შსს-ს პეცრაზმელს უჩივის

თავდაცვის სამინისტრო სასამართლოში შსს-ს პეცრაზმელს უჩივის


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შეიარაღებული ძალების თვითნებურად მიტოვების გამო, ამჟამად შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრს კახა თუმნიანაშვილს გორის რაიონულ სასამართლოში უჩივის. ბაჩო ახალიას უწყება ვანო მერაბიშვილის უწყების თანამშრომლისგან ჯარიმას, პირგასამტეხელოს და ზიანის ანაზღაურებას – ჯამში 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით ითხოვს. მოსამართლე დავით პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს ანგარიშზე კახა თუმნიანაშვილმა ჯარიმა – 23 000 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო დანარჩენ თანხას მას უსაფუძვლოდ ედავებიან.

საქმე იმაშია, რომ კახა თუმნიანაშვილი 2008 წლის 18 ივნისს სამუშაოდ თავდაცვის სამინისტროდან სანაკოევის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ანტიტერორისტულ ცენტრში გადავიდა. მოგვიანებით, ის სპეცდანიშნულების რაზმში ჩაიწერა, სადაც დღემდე მუშაობს. თავდაცვის სამინისტრო თვლის, რომ თუმნიანაშვილი შეიარაღებული ძალებიდან ვადაზე ადრე წავიდა, რადგან კონტრაქტის ვადა არ იყო ამოწურული. კახა თუმნიანაშვილი თვლის, რომ აღნიშნულის თაობაზე თავის დროზე თავდაცვის სამინისტრო საქმის კურსში იყო.

,,როდესაც დავტოვე ჯარი, იქიდან წამოვიღე საბუთები. მითხრეს, რომ სუფთა საბუთები გაქვს და არავითარი პრობლემა გექნებაო. დავიწყე მუშაობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ანტიტერორისტულ ცენტრში, შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმში გადავედი. მე ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ვემსახურები და რანაირად მეუბნებიან, რომ სახელმწიფოს ზიანი მივაყენე?” – ეუბნებოდა კახა თუმნიანაშვილი მოსამართლეს.

თავდაცვის სამინისტროს იურისტი გიორგი კვაჭანტირაძე პროცესზე განმარტავდა, რომ კახა თუმნიაანაშვილმა შეიარაღებული ძალები კონტრაქტის ვადის ამოუწურვამდე დატოვა. კონტრაქტი 2006 წლის 1 ივლისს დაიდო, ხოლო ფაქტი 2008 წლის 18 ივნისს მოხდა. კვაჭანტირაძემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება დაახლოებით 11 000 ლარი, პირგასამტეხელო – 7 000 ლარი, ხოლო ჯარიმა – 23 000 ლარი.

დღეს კახა თუმნიანაშვილის ადვოკატი მერაბ დაღელაშვილი პროცესზე განმარტავდა, რომ ყოფილ ჯარისკაცს ხელზე ჩაბარებული არ ჰქონდა თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას ბრძანება გათავისუფლების შესახებ, ამავე დროს კონტრაქტის პირობები თავდაცვის სამინისტროს დომინანტურ პოზიციაში აყენებს, რაც კონტრაქტის ბათილობის საფუძველია.

მოსამართლე პაპუაშვილმა თავდაცვის სამინისტრო ჯარიმის ნაწილში გაამართლა, ხოლო პირგასამტეხელოსა და ზიანის ანაზღაურებას არ დაეთანხმება. მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილში განმარტა, რომ ზიანის ნაწილში თავდაცვის სამინისტროს არა აქვს უფლება გადახდილი ხელფასი უკან მოსთხოვოს. გარდა ამისა, რაკიღა გათავისუფების ბრძანება ხელზე ჩაბარებული არა აქვს ყოფილ ჯარისკაცს, პირგასამტეხელოს ათვლის დადგენა შეუძლებელია.

საბოლოო ჯამში, შსს-ს სპეცრაზმელს, თავდაცვის სამინისტროს მიტოვების გამო, ჯარიმა – 23 000 ლარი დაეკისრა. ჯერ-ჯერობით უცნობია, გაასაჩივრებენ თუ არა მხარეები აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: