მთავარი > ახალი ამბები > ატენის ხეობაში მოსახლეობა მიწის ნაკვეთებს არ თმობს

ატენის ხეობაში მოსახლეობა მიწის ნაკვეთებს არ თმობს


გორის რაიონის სოფელ ატენში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობას მიწის ნაკვეთების დათმობა და ზედ გზის გაყვანა მოსთხოვეს. გზის გაყვანის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც ეკლესიის გარშემო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივმა მოსახლეობამ განუცხადა, რომ მიწის ნაკვეთების დათმობასთან დაკავშირებით, სოფელში მოსახლეობასთან შესახვედრად რეგიონის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილიც კი იყო ჩასული. შეთავაზება მოსახლეობამ არ მიიღო. მათ სურთ, რომ საკუთარი ნაკვეთები ეკლესიის სიახლოვეს იყოს.

სოფელ ატენის რწმუნებული გელა პავლიაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას ადასტურებს, რომ ეკლესიის გარშემო მოსახლეობას მიწების დათმობა შესთავაზეს. ოღონდ აღნიშნავს, რომ მოსახლეობა სანაცვლოდ სხვა ადგილზე მიიღებდა ნაკვეთს. გელა პავლიაშვილის თქმით, ეპარქიამ მიზანშეწონილად ჩათვალა ნაკვეთების გამოყენება და ეპარქიის საკუთრებაში მისი გადაფორმება.

,,მოსახლეობამ ეს შეთავაზება არ მიიღო და იდეა იდეად დარჩა. მიწის ნაკვეთების დათმობასთან დაკავშირებით დღესდღეობით საუბარი აღარ არის. მოსახლეობას შესთავაზეს ნაკვეთები გაცვლა მომხდარიყო სხვა ტერიტორიაზე. მოსახლეობამ ამაზე უარი განაცხადა და ამჯობინეს ეკლესიის სიახლოვეს დარჩენილიყვნენ” – გვითხრა გელა პავლიაშვილმა.

ბოლო ორი წელიწადია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ქონებრივ დეკლარაციას არ ავსებს. საჯარო სამსახურის ბიუროს კატალოგში 2010-2011 წლების მისი დეკლარაცია არ მოიძებნება. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ გორის რაიონის სოფელ ატენში ვაჩეიშვილი ფეშენებელურ სახლს იშენებს. საჯარო რეესტრში ნიკა ვაჩეიშვილის ატენის ქონება უკვე რეგისტრირებულია.

ცნობილია, რომ 2010 წლის 20 აგვისტოს სოფელ ატენში მცხოვრებმა შალვა შატაკაშვილმა საკუთრი კუთვნილი ნაკვეთი, რომლის ფართობი 500 კვ.მ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნიკოლოზ ვაჩეიშვილს გადასცა. სწორედ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზეა აქვს ვაჩეიშვილს სახლი აშენებული.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ბოლო დეკლარაცია 2008 წელს შეავსო. ბოლო მონაცემებით, მას სახლები აქვს თბილისში – ვერაზე, გოგებაშვილის #1-ში და ყაზბეგის გამზ. #17. პირველი ბინა 100 000 ლარად არის შეფასებული, ხოლო მეორე ბინა – 200 000 ლარად.

ვაჩეიშვილის ქონებას მესამე ბინა მიემატა. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია რა ფასად აქვს შეფასებული იგი ოფიციალურად.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: