მთავარი > ახალი ამბები > რა იციან რუისში გერმანელ ინვესტორზე?

რა იციან რუისში გერმანელ ინვესტორზე?


ქარელის რაიონის სამ სოფელში – რუისში, ფცაში და აგარაში კომპანია ,,დაჩ ორგანიქ ფარმ”-მა 898 437 კვ.მ ფართობი მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით ისე შეიძინა, რომ ამის შესახებ მოსახლეობამ არაფერი იცის. სოფელ რუისში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დღეს გაკვირვებით ისიც განუცხადეს, რა გვაბადია და რა გაყიდესო? სოფლის რწმუნებულმა და გამგებელმა კი ადგილზე ჩასულ ჟურნალისტებთან შესახვედრად თავი არ შეიწუხეს – კვირა დღე მათ დასასვენებლად სჭირდებოდათ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ხოდელმა კომპანია ,,დაჩ ორგანიქ ფარმს” 2011 წლის 11 ივლისს წერილი გაუგზავნა. პრივატიზების სამმართველოდან კომპანიის ხელმძღვანელობას ატყობინებენ, რომ აუქიციონში მათ გაიმარჯვეს და ქარელის რაიონის სოფლებში მიწის ნაკვეთები უკვე მათია. აღნიშნული წერილით იკრვევა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები აუქციონზე 2011 წლის 10 ივნისს გაიტანა. ამ დაახლოებით 900 000 კვ.მ-დან 500 000 კვ.მ ეკუთვნის სოფელ ფცას, 320 000 კვ.მ სოფელ რუისს, ხოლო დანარჩენი ფართობები 78 000 კვ. მ სოფელ აგარაში მდებარეობს.

ჯამში საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ საქართველოში დარეგისტრირებულმა კომპანიამ 131 900 ლარი გადაიხადა. მიწის მფლობელი კომპანიის ძირითადი საქმიანობა კვების პროდუქტების წარმოება, დისტრიბუცია და გაყიდვაა. სოფელ რუისში კი საკუთარი სოფლის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთების გაყიდვის ფაქტი ჩვენს ჩასვლამდე არ იცოდნენ. ადგილზე რამდენიმე ადამიანი ვნახეთ. ისინი მიწის ფართობების სიმცირეს უჩივიან. საძოვრებიც კი არ არსებობს. ნახირს ძირითადად მტკვრის სანაპიროზე აძოვებენ, ხოლო ხშირ შემთხვევაში რუისის თავზე მდებარე გორაკებზე, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის გამოუსადეგარია.

სოფლის მკვიდრმა დოდო მღებრიშვილმა გვითხრა, რომ დამშეულ საქონელს საკუთრ ბაღებიდან გამოტანილი ბალახით არჩენს. ტარიელ გელდიაშვილმაც დაგვიდასტურა, რომ რუისს საძოვრების პრობლემა წლების განმავლობაში აქვს. სოფელში უცხოეული ინვესტორის შესვლის თაობაზე არაფერი იციან ასევე ალიკა გელდიაშვილმა, ზვიად მეფარიშვილმა, მზია ნასყიდაშვილმა, კარლო მღებრიშვილმა და სხვებმა.

რამდენად იზრუნეს სოფლის ხელმძღვანელებმა ლადო ბუზიაშვილმა და 27 წლის რწმუნებულმა გიორგი ვარძელაშვილმა მოსახლეობის ინფორმირებულობისათვის, მათ მივაკითხეთ, თუმცა უშედეგოდ. ორივე მათგანი საკუთარი საკითხებით იყვნენ დაკავებულები – ლადო ბუზიაშვილი ნაკვეთში მუშაობდა და ვერ მოიცალა, ხოლო გიორგი ვარძელაშვილმა მოუცლელობა და გორში ყოფნა მოიმიზეზა. კომპანია ,,დაჩ ორგანიქ ფარმა” თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონშია რეგისტირებული, მისი ხელმძღვანელია ფრანსუა იოჰანეს ვენტერი. კომპანიის ნახევარი წილი ქართველს – ზაალ ხელაძეს უკავია.

ლანდა ბირთველიშვილი

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: