მთავარი > ახალი ამბები > ნიქოზის კაშხალი ახლად დამონტაჟებულმა მე-7 ტუმბომ მწყობრიდან გამოიყვანა

ნიქოზის კაშხალი ახლად დამონტაჟებულმა მე-7 ტუმბომ მწყობრიდან გამოიყვანა


ნიქოზის კაშხალს ერთ კვირაზე მეტია ელექტროენერგია არ მიეწოდება. ენერგო-პრო ჯორჯიას შიდა ქართლის ოფისის წარმომადგენლის გიორგი ბალახაშვილის ინფორმაციით: ,,კომპანია ,,მტკვარი ემ”-ის კუთვნილი მინაერთი, რომელიც სოფელ ტყვიავში 35 კილოვოლტიან ქვესადგურში მდებარეობს, მწყობრიდან გამოვიდა, კერძოდ დაიწვა ძაბვის ტრანსფორმატორი. რის გამოც კაშხალს შეუწყდა ელექტროენერგია. ამ საკითხის მოგვარება არ არის ჩვენი კომპეტენცია. თუმცა როგორც ვიცი, უკვე შეუძენიათ ძაბვის ახალი ტრანსფორმატორი და დაამონტაჟებენ. შესაბამისად აღდგება ელექტროენერგია” – აცხადებს გიორგი ბალახაშვილი.

შეგახსენებთ, 2011 წლის 8 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა ნიქოზის კაშხალის ახალი დატვირთვით ამუშავება ზარზეიმით გამოაცხადეს.
ნიქოზის კაშხალზე დამონტაჟდა დამატებითი, მეშვიდე სატუმბი, რომლითაც ლიახვიდან წყალი სალთვისის არხს გადაეცემა და დამატებით 3 000 ჰექტარი მიწის ფართობი მოირწყვება. ნიქოზში სატუმბ სადგურზე სარწყავი წყლის ახალი, 3–კილომეტრიანი მაგისტრალიც აშენდა. განხორციელებული სამუშაოები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მინისტრებთან ერთად დაათვალიერა. დავით ბაქრაძემ ახალი სატუმბი სადგური თავად ჩართო და წყალი გაუშვა. პროექტი ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა, სამუშაოები კი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და ეუთო–მ ჩაატარა.
რამდენიმე ხანში კი ძაბვის ტრანსფორატორმა ვერ გაუძლო დატვირთვას და დაიწვა.

სოფელ მეღვრეკისის მკვიდრი ზაურ ედიშერაშვილი ამბობს, რომ წყლის შეწყვეტა საკმაოდ ხშირია როგორც გაზაფხულზე, ისე ამჯერად. კაშხალს წვიმიან ამინდებშიც კეტავენ.

,,სოფელი თანხას იხდის, მაგრამ ხშირად წყალი გაჭირვებით შედის ჩვენს ნაკვეთებში. წვიმის დროს საერთოდ საერთოდ რთავენ და ამბობენ, რომ ნაკვეთებს წვიმაც მორწყავს. 6000 ძირი კომბოსტო მაქვს და თუ ვერ მოვრწყე 2500 ლარის ზარალს ვნახავ. ხალხს ბოსტნეული აქვს მოსაყვანი და სერიოზული ზიანის საფრთხის ქვეშ არიან. თუ ასეთი შეზღუდვები იქნებოდა წინასწარ ეთქვათ და ჩვენ ბოსტნეულს საერთოდ აღარ დავრგავდით.” – ამბობს ზაურ ედიშერაშვილი.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: