მთავარი > ახალი ამბები > გორში 60 ბიბლიოთეკარი გაათავისუფლეს

გორში 60 ბიბლიოთეკარი გაათავისუფლეს


გორის ცენტრალური საჯარო ბიბლიოთეკის ახლადდანიშნული დირექტორის სოფიო ტალახაძის თქმით, გამგეობასთან შეთანხმებით შტატები შემცირდა. 60 თანამშრომელი დაითხოვეს, ძირითადად შტატში – 12 თანამშრომელი დარჩა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დარჩენილ ბიბლიოთეკას ,,გორის საჯარო ბიბლიოთეკა” დაერქვა, ხოლო აღნიშნული რეფორმით 25 000 ლარი გამოთავისუფლდა. ბიბლიოთეკები ძირითადად სოფლებში გაუქმდა.

საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა გამოთავისუფლებული თანხების შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისგან შეიტყო. გორის საკრებულომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, საქმის კურსში აღნიშნული დაწესებულება არც ჩააყენა. ერთადერთი რაც საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა დაზუსტებით იციან, გორის უნივერსიტეტისთვის წიგნების თხოვებაა. სოფიო ტალახაძის თქმით, გამოთავისუფლებული ბიბლიოთეკებიდან წიგნები გორის სასწავლო უნივერსიტეტს ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა. დანარჩენ დეტალებს სექტემბრის ბოლომდე შეგვატყობინებენო.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასულ პარასკევს ,,გორის საჯარო ბიბლიოთეკის” ახალი წესდება დაამტკიცა, ხოლო 25 000 ლარის გამოთავისუფლებას მხარი დაუჭირა.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: