მთავარი > ახალი ამბები > თემურ ხაჩიური: ,,თანამდებობის პირს შესაძლოა 3 საათიც კი დაელოდოთ”

თემურ ხაჩიური: ,,თანამდებობის პირს შესაძლოა 3 საათიც კი დაელოდოთ”


გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ხაჩიური

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ხაჩიური

გორში სადგურის დასახლებაში 3 თვეა კანალიზაციის და სასმელი წყლის რეაბილიტაცია ერთად მიმდინარეობს. კომპანია არქმშენსტუდია 2002, რომლის დირექტორი 2010 წლის ნოემბერში დაკავებული იყო და საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს, ერთ-ერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. სადგურის დასახლების მაცხოვრებლები ამ მასშტაბური პროექტის წარუმატებლობაზე გუბერნატორთან საჩივლელად მივიდნენ, თუმცა არსოშვილს ალიკა მაკახიძის ჩატარებული სამუშაოების შესახებ სასაუბროდ ვერ შეხვდნენ.

კომპანია ,,არქმშენსტუდია 2002″-ის ოფისში ჟურნალისტების დანახვა არ ესიამოვნათ. თვით კომპანიის დირექტორი ალიკა მაკრახიძე ქალაქიდან იყო გასული. მისი წარმომადგენლები კი, რომლებიც ძირითადად ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასებს, ოფისის დატოვებას გვაჩქარებდნენ. მათ არ უნდოდათ გაეცათ პასუხი იმის შესახებ, თუ რა ვალდებულებები ჰქონდა ალიკა მაკრახიძეს აღებული სადგურის დასახლებასთან მიმართებაში.

მართლაც, სადგურის დასახლებაში, იქ სადაც ადრეულ წლებში ნავთობბაზა იდგა, დღეს ჭაობია. დაჭაობდა ქალაქში შესასვლელი გზაც. მანქანებმა სავალი გზა შეცვალეს. ჭაობში ქვეწარმავლები, ბაყაყები და გველები მომრავლდნენ. ამას დაემატა აუტანელი სუნი.

ამირან ზურაბიანი ამბობს, რომ მოსახლეობამ საკუთრი ძალებით რამდენჯერმა გაწმინდა გზა, მაგრამ არ დაადგა საშველი გამგეობიდან ხალხის გამოჩენას. ზურაბიანს ახსოვს, რომ 4-5 ადამიანმა დაათვალიერა ჭაობი, წავიდნენ და აღარ გამოჩენილან.

თეონა ბაბუნიშვილს კანალიზაციის წყალი სახლში და ეზოში შეუვარდა. მან გვითხრა, რომ სადგურის დასახლების მოსახლეობა გუბერნატორთან არ შეუშვეს სანახავად. გზაზე სადაც ჭაობი დგას, ტურისტები დადიან უფლისციხისკენ და ატენისკენ. ტურისტების მაინც არ რცხვენიათ? – ამბობს თეონა ბაბუნიშვილი.

ის რაც საკუთრი თვალით ვნახეთ, საკუთარ კაბინეტში მჯდარ საკრებულოს თავმჯდომარეს თემურ ხაჩიურს არ სჯერა. მან ერთი საათის ლოდინის შემდეგ მიგვიღო და გვითხრა, რომ თანამდების პირს შესაძლოა 3 საათიც ველოდოთ.

,,თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოყო და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. თუ წვიმამ და ქარმა არ შეუშალა ხელი, სამუშაოები ჩატარდება. მოსახლეობას ნუ უჯერებთ. ისინი ბევრ ტყუილს ამბობენ და აზვიადებენ. გაკეთდება ყველაფერი” – ამბობს თემურ ხაჩიური, მაშინც როდესაც სადგურის დასახლების მოსახლეობა ჭაობის გვერდზე ცხოვრობს.

ნესტან სადაღაშვილი
მერი მამისაშვილი

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: