მთავარი > ახალი ამბები, სტატიები > რა ხდება ძლევიჯვარში ინდოელზე მიყიდულ 1 მლნ 521 747 კვ.მ მიწის ნაკვეთის ირგვლივ

რა ხდება ძლევიჯვარში ინდოელზე მიყიდულ 1 მლნ 521 747 კვ.მ მიწის ნაკვეთის ირგვლივ


ქარელის რაიონში ინდოელმა მოქალაქემ, კომპანია ,,Ace Holding”-ის დირექტორმა, სახელად რამანდიპსინგჰ რანჯიტსინგჰ ბატთ აკა ბჰატტ-მა. 1 მლნ 521 747 კვ.მ მიწის ფართობი ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე იყიდა. აღნიშნული ფართობის შეძენაში ინვესტორმა 202 390 ლარი გადაიხადა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა კვების პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია. თუმცა, როდის აწარმოებდა ეს კომპანია ამ პროდუქტებს, საკითხავია, რადგან კომპანია ,,ეის ჰოლდინგი” საქართველოშ 2011 წელს დარეგისტრირდა. ინდოელი მოქალაქე აღნიშნული კომპანიის ერთპიროვნული მმართველი და დირექტორია, ასეა საჯარო რეესტრის მონაცემებში დაფიქსირებული. ამ 150 ჰა-დან 52 ჰა სოფელ ძლევიჯვარში მდებარეობს. აუქციონზე გაყიდულ მიწის ნაკვეთს, დღემდე, ადგილობრივები, 22 ოჯახი ამუშავებდა და მოსავალი მოჰყავდა. დამუშავებული და მოსავალმოწეული ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე ინდოელს მიჰყიდა. მიწის იჯარით მფლობელები საკითხს დღესაც გორში არკვევდნენ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მილიონ ნახევარი კვ.მ მიწის ფართობი შეიცავს ქარელის რაიონის ორი სოფლის – ძლევიჯვარის და დირბის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს. სოფელ ძლევიჯვარში, ადგილობრივი მკვიდრი ვანო ახალკაცი დღემდე არკვევს, რატომ გაიტანეს აუქციონზე მის სარგებლობაში არსებული 52 ჰა მიწის ნაკვეთი? მასთან ერთად აღნიშნულ მიწას 22 კაცი ამუშავებს, დამუშავებული აქვს და მოსავალსაც იღებენ.

ვანო ახალკაცი დღესაც გორში წავიდა ამბის გასარკვევად, რადგან ის ამ მიწის ნაკვეთის მფლობელად თვლის თავს. სხვათა შორის, გვითხრა, რომ აუქციონზე მონაწილეობის მიღებასაც აპირებდა, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრომ ძლევიჯვარის მიწის ნაკვეთი სოფელ დირბის მიწებთან ერთად გაიტანა. დიდი რაოდენობით ფართის შეძენა კი ვანო ახალკაცის ძალებს აღემატებოდა.

სოფლის წარმომადგენელს ქარელის საკრებულოში თეიმურაზ ჩაგელიშვილს არ გააჩნია დაზუსტებული ინფორმაცია აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაყიდვის თაობაზე. აღნიშნავს, რომ მიწების გაყიდვის ამბავი მანაც ვანო ახალკაცისგან შეიტყო. ,,როდესაც გაყიდვის ამბავი გაიგეს, სოფლის რამდენიმე მოსახლე წავიდა სამინისტროში აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთის შესაძენად. იქ განუმარტეს, რომ ნაცვლად 52 ჰექტარი მიწისა, უნდა შეძინათ 150 ჰექტარი მიწა მთლიანად. დანარჩენი მიწის ფართო სოფელ დირბში მდებარეობს. ამის გამო ახალკაცს და სხვებს აღარ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ თავისი ხარჯებით შეეძინათ გაერთიანებული მიწა. სოფელში სადაც 325 კომლი ცხოვრობს, ხოლო საერთო მიწის ნაკვეთი 500 ჰა-ს წარმოადგენს, საძოვარი ძალიან ცოტაა. საძოვრად ძალიან ცოტა მიწებს ვიყენებთ, რადგან ისედაც მცირე მიწიანია სოფელი” – გვითხრა თეიმურაც ჩაგელიშვილმა.

კითხვაზე, თუ როგორ ხდება სოფლის ინფორმირება ამა თუ იმ აუქციონის შესახებ, თეიმურაც ჩაგელიშვილის თქმით, მას არაფერი შეუძლია. ,,აუქციონები ამჟამად ელექტრონული წესით ცხადდება. მოსახლეობას შეუძლია ინტერნეტით შეიტყოს.”

რაც შეეხება დანარჩენ მოსახლეობას, ისინი აღნიშნულის თაობაზე არანაირ ინფორმაციას ფლობენ. თამაზ მელაძე სწუხს, რომ მათ სოფელს საძოვრები საერთოდ არ აქვს. ,,საქონელს ძირითადად გზის პირებზე და საკუთარ ნაკვეთებში ვაძოვებთ” – ამბობს ის. ,,ამ სოფელში სარიტუალო სახლის მეტი არაფერი გაკეთდა. სასმელი წყლის დიდი პრობლემა გვაქვს, ფაქტიურად წყალი არ გვაქვს” – ამბობს თამაზ მელაძე.

ძლევიჯვარელ ოთარ შერაზადაშვილს ჭორის დონეზე გაუგია, რომ სოფელში მიწები უცხოელებზე იყიდება. ილია ტარუაშვილმა კი განგვიმარტა, რომ ის 52 ჰა მიწის ფართობი ყოფილი სამხედრო ტერიტორია იყო.

ლანდა ბირთველიშვილი

  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: