მთავარი > ახალი ამბები > ძველი და ახალი ტრაქტორისტების პრობლემები ურბნისში

ძველი და ახალი ტრაქტორისტების პრობლემები ურბნისში


ქეა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ტრაქტორების დარიგების პროცესში

ქეა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ტრაქტორების დარიგების პროცესში

400 კომლიან სოფელ ურბნისში 12 მუშა ტრაქტორი ჰყავთ. მიუხედავად ტრაქტორების სიმრავლისა, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას 13 კაცმა ახალი ტრაქტორის გამოყოფის მოთხოვნით მიმართა. ურბნისელების წერილი განსახვილველად ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელს ილია ბურჯანაძეს გადაეგზავნა. ბურჯანაძის დაწერილ პასუხში კი აღნიშნულია, რომ გამგეობა აღნიშნულ პრობლემაზე მომავალში იზრუნებს. როგორც გაირკვა, სოფელს ,,მთავრობა” ორ ცალ ტრაქტორს უგზავნის. ეს ქარელის გამგეობაში გამართულ თათბირზე დღეს გადაწყდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში სოფელ ურბნისში რამდენიმე ადამიანმა მთავრობის ტრაქტორების გამოჩენა და ჩატანა არ ისურვა.

ურბნისელი ვლადიმერ ხანიშვილი სოფელში ტარქტორების პრობლემას ვერ ხედავს. ,,პრობლემა მისი გამოყენების სიძვირეშია, რადგან ძალიან ძვირი ჯდება” – გვეუბნება ის. მან შეამჩნია, რომ გამგეობის მიერ გამოყოფილ ტარქტორებზე ტრაქტორისტებს თავიანთი ხალხი, სანათესაო ყავთ დასაქმებულები. ,,ამიტომ მოსახლეობას ეგ ტრაქტორები არავითარ შეღავათს გვაძლევს. ფასები იგივეა რაც კერძო მეტრაქტორების.” – გვეუბნება ხანიშვილი. ვანო ჯოჯიშვილის თქმით, გამგეობის მიერ შემოყვანილი ტარქტორები მოსახლეობას დიდი ფართობებს უხნავს, პატარა ნაკვეთების მოხვნით კი თავს არ იწუხებენ. ,,ათას რაგაცას იმიზეზებენ და მიდიან.” – ამბობს ვანო ჯოჯიშვილი.

ადგილობრივ მეტრაქტორე ტრისტან კაკაშვილს არანაირად აწყობს მთავრობის მიერ შემოყვანილი ტრაქტორები. არც მალავს, რომ ამით შემოსავლის მცირედი წყაროც დაეკარგება. ,,გარდა ამისა მთავრობის მიერ შემოყვანილი ტარქტორების და ჩვენი მომსახურებაც ერთი და იგივე ჯდება. როდესაც სოფელში დღესდღეობით 12 მუშა ტრაქტორია, რაღათ უნდა ორი დამატებითი ტრაქტორის შემოტანა.” – ამბობს ტრისტან კაკაშვილი. საუბარია ორ ახალ ტარქტორზე, რომელიც სოფლის გამგეობამ გრანტის სახით მიიგო. გრანტის მიხედვით, ამ ტრაქტორებს სოფელში უფასოდ უნდა ემუშავათ, მაგრამ მოსახლეობას მასზეც ფასის გადახდა მოუწევს. ურბნისელების ნაწილი ამბობს, რომ ახალი ტრაქტორისტებმა მართვაც კი არ იციან ხოლმე.

სოფლის საკრებულოს შენობა დაკეტილი დაგვხვდა. კლიტე ზედ მიჟანგებული აქვს კარებს, საკრებულოს შენობა თვეებია არც გაღებულა. როგორც შემდეგ ადგილობრივი მოსხლეობისგან შევიტყვეთ, თუ რამე სჭირდება მოსახლეობას, ან საბუთზეა ხელია მოსაწერი და მსგავსი პროცედურებია საჭირო, საკრებულოს დეპუტატი და მამსახლისი საკუთარ სახლებში ემსახურებიან მოსახლეობას. სოფლის რწმუნებული გია წაველიძე სოფელში არ იმყოფებოდა. ტელეფონზე დაგვიდასტურა, რომ სოფელში ორი ახალი ტრაქტორი შეჰყავთ. ,,ეს საკითხი დღეს ქარელის გამგეობაში გადაწყდაო. საქმე ისაა რომ ჯერ ხვნა თესვის სეზონი არაა ამიტომ ჯე არაა სოფელში ტრაქტორები შემოყვანილი” გვითხრა სოფლის რწმუნებულმა. მთავრობის მიერ შეყვანილი ტრაქტორებით მოსახლეობას ჰექტარზე 100 ლარის გადადხა მოუწევს.

,,საწვავი გაძვირდა, ეს ახალი ტრაქტორები უფრო ხარისხიანად დახნავენ, თუმცა მთლად ძვირი სულაც არ ჯდება… აბა ამ ქვეყანაში იაფი არაფერია” – ასე დაასრულა ჩვენთან საუბარი სოფლის რწმუნებულმა.

ლანდა ბირთველიშვილი

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: