მთავარი > ახალი ამბები > ახალ გუბერნატორს გორის გამგებელმა 108 000 ლარიანი ჯიპი დაახვედრა

ახალ გუბერნატორს გორის გამგებელმა 108 000 ლარიანი ჯიპი დაახვედრა


დღეს, 14 სექტემბერს, 14 საათზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გორის ადმინისტრაციულ შენობაში აცნობეს, რომ ახალ გუბერნატორის შესახვედრად მომზადებულიყვნენ. აწ უკვე ყოფილი გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიგა (გიორგი) ტატიშვილმა შეცვალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ტყეშელაშვილმა ახალი კადრი მხოლოდ სახელისუფლებლო არხების ჟურნალისტების თანდასწრებით წარადგინა. წარდგენიდან ნახევარი საათის შემდეგ ახალმა გუბერნატორმა ადგილობრივ პრესის ჟურნალისტებს შეხვედრაზე უარი უთხრა – ორი დღის შემდეგ დამირეკეთო.

დღის 12 საათზე კი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სატენდერო კომისიის შემადგენლობა შეიკრიბა. კომისიის ხელმძღვანელი გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი იყო. ის გიგა ტატიშვილის მეგობარია. სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა, დაფიქსირებულია, რომ გამგეობამ ახალი 108 000 ლარიანი ჯიპი ,,ტოიოტა ცენტრში” შეიძინა. ჯიპი 2011 წლის გამოშვებაა. მანქანას 5 დღეში ჩამოიყვანენ გორში.(იხ. ხდომის ოქმი).

2011 წლის 14 თებერვალს გორის მაჟორიტარ დეპუტატს გიგა ტატიშვილს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუმცირდა. ეს გადაწყვეტილება გორის საკრებულომ 14 თებერვალს მიიღო და შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში შევიდა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით დეპუტატის ბიუროს მიმდინარე წელს ჩამოეჭრება 5 000 ლარი და დაფინანსდება მხოლოდ 15 000 ლარით.

გიგა ტატიშვილი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აირჩიეს გორის მაჟორიტარ დეპუტატად. იმ პერიოდში ბიუროს დაფინანსება (დეპუტატ ჯუმბერ პატიაშვილის დროს) შედგებოდა 9 000 ლარით. 2008 წლის არჩევნების შემდეგ, ბიუროს დაფინანსება 20 000 ლარამდე გაიზარდა. ტატიშვილი ლადო ვარძელაშვილის გუნდის წევრად ითვლება.

გიგა ტატიშვილის შრომითი ბიოგრაფია ასე გამოიყურება

დაიბადა 1976 წელს თბილისში, დაამთავრა საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემია. 1996-2007 წლებში მუშაობდა უშიშროების სამინისტროში. 2007-2008 წლებში გადავიდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, გამომძიებლად. ხოლო 2008 წლიდან საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის, კერძოდ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრია.

ახალი ჯიპის პარამეტრებია:

* გამოშვების წელი – 2011 წელი,
* ძრავის მოცულობა 4.0
* საწვავი – ბენზინი,
* ფერი – შავი,
* გარბენი – არაუმეტეს 100კმ,
* 7 ადგილიანი, 5 კარიანი,
* 5 სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი
* Multi Terrain ABS+BA
* Crawl kontrol
* 4 X 4 არანაკლებ 282 ც. ძ . ძრავა IGR-FE-Evro 3-1
* მუხრუჭის ელ დისტრიბუცია,
* საწვავის ავზი – არანაკლებ 87 ლიტრი,
* DVD რადიო, CD ჩეინჯერი! 6 CD,
* აუდიოს მართვა უკანა რიგიდან,
* ინტეგრირებული მონიტორი, ჭერში
* 14 ხმის გამაძლიერებელი,
* ანტენა,
* მძღოლის ორმაგი უსაფრთხოების ბალიში,
* მუხლის და გვერდითი ბალიშები,
* მგზავრის წინა და გვერდითი ბალიში,
* ფარდა ბალიშები სამივე რიგისათვის,
* მანქანის გარე განათების კონტროლი,
* გარე სარკეები გათბობით, კამერით
* KDSS სტაბილიზაციის სისტემა,
* ქსენონის ,,ჭკვიანი ფარები’’,
* მანქანის სიმაღლის რეგულირება,
* კრუიზ კონტროლი,
* ცივი ქვეყნის პაკეტი,
* წინა და უკანა პარკირების სენსორი,
* წინა, უკანა და გვერდითი კამერები,
* უკანა სვლის ოთხკამერიანი მონიტორი, * ორმაგი ავტ. კონდიციონერი,
* მძღოლისა და მგზავრის სავარძლის გათბობა,
*მესამე რიგის ელ ჩაკეცვა,
* წინა და უკანა სანისლე ფარები,
*ტყავის+ხის ინტეგრირებული საჭე,
*ტელეფონის ბლუთუს სისტემა,
*იმობილაიზერი,
* ელ ლუქი,
*ფარების გამრეცხი,
*ფარების ავტომატური რეგულირება,
*გვერდითი საფეხურები განათებით,
*უკანა შუშის გამათბობელი და გამწმენდი,
*ალუმინის დისკები 265/60/ R18 საბურავით,
*მანქანის სტაბილურობის კონტროლი+ TRC,
*სახურავის გამაძლიერებელი,
*ტყავის სავარძლები,
*ელ ფანჯრები,
*ცენტრალური საკეტი,
*მაცივარი,
*ხის დეკორაცია,
*ქრომირებული სახელურები.

საბა წიწიკაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: