მთავარი > სტატიები > უთავო სიმინდი – შემოდგომის მოსავალი ბერბუკელი დევნილებისთვის

უთავო სიმინდი – შემოდგომის მოსავალი ბერბუკელი დევნილებისთვის


ბერბუკის ჩასახლებაში დანესტილი კედლები არ შრება. დაჭაობებული ადგილი უკვე რეაბილიტირებულ კოტეჯებს კვლავაც აზიანებს. სამაგიეროდ, წყალი მოსავალს აკლია. ჰიბრიდულ სიმინდს ჩვეულებრივი ქართული სიმინდი ამჯობინეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბერბუკის ჩასახლების დევნილები ესაუბრნენ. პრობლემები ბევრია, მაგრამ და მათი გადაჭრის გზები არც ერთი. კოტეჯში სადაც ოქროპირიძეების ოჯახი, მათ შორის მცირე წლოვანი ბავშვები ცხოვრობენ, კედლის ოთხივე მხარე დანესტილია. ქეთევან ოქროპირიძის თქმით მათ არ გააჩნიათ პრობლემის მოგვარების მატერიალური საშუალება, ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები კი საკითხის გადაჭრით არც ინტერესდებიან. აღსანიშნავია, რომ სველი და დანესტილი კედლები ბერბუკის ჩასახლების არაერთ კოტეჯში არსებობს. დევნილები ამის მიზეზად ნესტიან და დაჭაობებულ ადგილებს ასახელებენ და ჩასახლების ადგილმდებარეობას გაუსაძლისს უწოდებენ. მამასახლისი ავთანდილ ოქროპირიძე პრობლემას უმნიშვნელოს უწოდებს და ნიმუშად საკუთარი კოტეჯი მოჰყავს, რომლის კედლებსაც ჭაობის ნესტისგან გამოწვეული სისველე არ ეტყობა. რაც შეეხება აგრარულ სექტორს, ის აცხადებს, რომ ,,ჭაობიან ადგილას არებული ერთი ორი მიწის ნაკვეთის დამუშავება ვერ მოხერხდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაინტერესდა კოტეჯების მიმდებარე მიწის ნაკვეთების მდგომარეობით. გამხმარი სიმინდის ღეროების მიზეზადს მოსახლეობამ უწყლოობა, ხოლო მამასახლისმა მოსავლის აღების პერიოდი დაასახელა: ,,ამ პერიოდში სულ გამხმარია სიმინდიო”.

ჩასახლების მკვიდრი , ციცინო გამხიტაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობისთვის დარიგებული ჰიბრიდული სიმინდის თესილის დიდი ნაწილი დასათესად უვარგისი აღმოჩნდა.

,,4 კილოგრამიდან, მხოლოდ 1 კილოგრამის აღმოჩნდა ვარგისიანი., რის შემდეგაც ჩვენი სახსრებით შევიძინეთ არაჰიბრიდული ჯიშის სიმინდი. ჰიბრიდულ სიმინდს ფინანსურად ვერ შევწვდით. ჩაგვეთვალა ვითომ 4 კილო მოგვცეს, არდა მოცემული სიმინდიდან ჯანსაღი მარცვალი 1 კილოგრამიც არ გამოსულა. ” – ამბობს ის.

ჰიბრიდული სიმინდით, რომელიც ბოლო დროს მთავრობის აგრალურ პრიორიტეტთა ნუსხაში შევიდა დევნილთა მთელი ჩასახლება უკმაყოფილოა. ციცინო გამხიტაშვილმა ,,შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის” კოტეჯებში ვიზიტი გამონაკლის შემთხვევად შეაფასა და აღნიშნა, რომ კოტეჯებს მათთვის უცნობი ორგანიზაციები პერიოდულად სტუმრობენ და კლუბში საიდუმლო საუბრებს მართავენ, მოსახლეობას კი ყურადღებასაც არ აქცევენ.

დევნილი მოსახლეობის არსებობის ძირითად წყაროს, საკუთარი თავის გარდა, ორგანიზაციების პერიოდული შემწეობა წარმოადგენს. არასამთავრობოების იმედად მყოფი მოსახლეობა მათ მიერ დაფინანსებული ოჯახების შესახებ საუბრობს. მარინე მოდებაძე არასამთავრობო სექტორს არაობიექტურობაში ადანაშაულებს. ,,ვისი თვალებიც მოეწონებათ თანხას მას აძლევენ”. დევნილების თქმით უცხოური ორგანიზაციების პრიორიტეტთა ნუსხაში მაღაზიებისა და სასოფლო-სამეურნეო საშუალებებისა და პროექტების შეძენა დაფინანსება შედის. აფინანსებენ იმ პირებს რომლებიც ხელისუფლებასთან და ორგანიზაციებთან არიან დაახლოებული. .

ერედვიდან დევნილი, ბერბუკის ჩასახლებაში მცხოვრები ბერუაშვილების ოჯახის პრობლემას 15 წლის შვილის დაავადება წარმოადგენს. მათი თქმით, მოზარდი სქოლიოზით არის დაავადებული და სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროება. ბერუაშვილების ოჯახი, მოზარდის სამკურნალოდ კერძო კლინიკაში გადაამისამართეს სადაც მაღალი ფასების გამო მათ კურსის გაგრძელება ვერ შეძლეს. დაავადებულის მამა, სიკო ბერუაშილი და მისი მეუღლე თავს მეზობელ სოფელში მიწაზე მუშაობით ირჩენენ. მოზარდის ოჯახის წევრები ბავშვის ცურვაზე მიყვანისა და არ არსებული ფინანსების საჭიროებაზე საუბრობენ. 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კი მეზობლების თქმით, დღითი-დღე უარესდება, მას სიარული უჭირს. ოჯახის წევრების თქმით მათ არათუ მკურნალობის, ბავშვის ცურვაზე ტარების შესაძლებლობაც არ გააჩნიათ, რადგან საცურაო აუზზე ყოველთვიურად გადასახადი 100 ლარის საშუალება არ გააჩნიათ. მამსახლისი, ავთანდილ ოქროპირიძე ამბობს, რომ არ იცნობს პრობლემას და თუ ოჯახი მიმართავს ის აუცილებლად დაინტერესდება აღნიშნული მდგომარეობით. ოჯახმა უკვე მიმართა გორის მუნიციპალიტეტს, საიდანაც დახმარებაზე უარი მიიღო. საინფორმაციო ცენტრის კითხვას, რა შედის მამასახლისის მოვალეობებში, მისგან პასუხად მოსახლეობის პრობლემების ხელისუფლებამდე მიტანას ვიღებთ.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: