მთავარი > ახალი ამბები > ვარძელაშვილის კადრები და დავით ტყეშელაშვილის სანათელმირონონი ბრუნდებიან

ვარძელაშვილის კადრები და დავით ტყეშელაშვილის სანათელმირონონი ბრუნდებიან


2010 წლის 11 ივლისი - ლადო ვარძელაშვილის გადადგომა

2010 წლის 11 ივლისი - ლადო ვარძელაშვილის გადადგომა

შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის, გამგეობის და საკრებულოს აპარატში მომუშავე მუშა-მოსამსახურეებმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე პირადი განცხადებები დაწერეს. ამთაგან, ზოგი განცხადება კმაყოფილდება, ზოგს სამსახურში ტოვებენ. განცხადებების დაწერა ახალი გუბერნატორის დანიშვნის დღესვე მოხდა. 2011 წლის 14 სექტემბერს შიდა ქართლში გუბერნატორად გიგა ტატიშვილი დაინიშნა. ამ ამბავს საკრებულოში და გამგეობაში უმრავლესობა ოვაციებით და სიხარულით შეხვდა. ეს ის ხალხია, რომელსაც ზურაბ არსოშვილის საკადო პოლიტიკა პოსტვარძელაშვილისეულ პერიოდში არ შეეხო, თუმცა დღე-დღეზე ელოდნენ გათავისუფლებას. გამგეობის და საკრებულოს აღნიშნული თანამშრომლები სიხარულს და ოვაციებს არც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან მალავენ.

უკვე ცნობილია სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის ვინაობა. ეს გახლავთ ზურაბ დაბრუნდაშვილი. ის 2011 წლის მაისამდე საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის აპარატის უფროსი იყო. დაბრუნდაშვილმა პაატა გიორგაძე შეცვალა. პაატა გიორგაძემ ზურაბ არსოშვილის გადადგომის დღესვე დაწერა განცხადება. ზურაბ არსოშვილს იმავე დღესვე გაჰყვნენ მოადგილეები – გიორგი თვალავაძე და ავთანდილ მეტივიშვილი. ასევე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ჰამლეტ მერაბიშვილი, სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი სამსონ ქებაძე და კიდევ რამდენიმე პიროვნება. აღნიშნული პიროვნებები სამხარეო ადმინისტრაციაში ზურაბ არსოშვილმა მოიყვანა.

ვაკანტურია გუბერნატორის მოადგილეების თანამდებობა.

კერძოდ გუბერნატორის მოადგილეობა შესთავაზეს გიორგი კვიწინაძეს, რომელიც დავით ტყეშელაშვილის უწყებაში დიდი ხანია მუშაობს. კვიწინაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელია.

კვიწინაძე და დაბრუნდაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის ნათელმირონები არიან. თავის მხრივ ზვიად ხმალაძის შვილის ნათლიაა დავით ტყეშელაშვილი. ადგილზე დარჩა ზურაბ არსოშვილის პირველი მოადგილე ზურაბ ჩხეიძე, რომელიც ასევე დავით ტყეშელაშვილის და ზვიად ხმალაძის კადრია. გუბერნატორის პირველ მოადგილედ დანიშვნას საქართველოს პრეზიდენტის თანხმობა სჭირდება, სწორედ ამიტომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნით, თავის დროზე არსოშვილის პირველ მოადგილედ იმავე ადმინისტრაციის ტყეშელაშვილის კადრი ზურაბ ჩხეიძე დაინიშნა.

გუბერნატორის ადმინიტრაციაში დააბრუნეს ვახტან მახნიაშვილი, რომელიც ლადო ვარძელაშვილის პერიოდში ერთ-ერთი სამსახურის სპეციალისტად მუშაობდა.

გუბერნატორის ადმინისტრაციაში დაბრუნდა მამუკა მამუკაშვილი, რომელიც გუბერნატორ ლადო ვარძელაშვილის პერიოდში ფინანსურ განყოფილების სპეციალისტად მუშაობდა.

ორშაბათიდან კიდევ ბევრ ძველ თანამშრომელს ელოდებიან სამხარეო ადმინისტრაციაში, რომლებიც თავის დროზე ლადო ვარძელაშვილის პერიოდში მუშაობდნენ. ლადო ვარძელაშვილის მოადგილედ მუშაობდა ტელეკომპანია ,,თრიალეთის” გენდირექტორიც ბადრი ნანეტაშვილი.

2011 წლის 14 სექტემბერი - ლადო ვარძელაშვილის მეგობრის გიგა ტატიშვილის დანიშვნა

2011 წლის 14 სექტემბერი - ლადო ვარძელაშვილის მეგობრის გიგა ტატიშვილის დანიშვნა

2008 წლის 11 თებერვალი - ლადო ვარძელაშვილის დანიშვნა

2008 წლის 11 თებერვალი - ლადო ვარძელაშვილის დანიშვნა

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: